FM97.5 / LIVE

როგორ მოვიგოთ ამერიკის მწვანე ბარათი – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.09.2017
რა არის მწვანე ბარათი, ვის შეუძლია მონაწილეობა და რა მონაცემებია საჭირო ფორმის შესავსებად, – ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ახალციხეში მწვანე ბარათის გათამაშებაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

როგორ მოვიგოთ ამერიკის მწვანე ბარათი – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში

საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში, ამერიკულ კუთხეში გაიმართა, აქტიური და ხალხმრავალი იყო. ადგილობრივებმა საელჩოს წარმომადგენლებს დეტალურად გამოკითხეს როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ლატარიაში, რომლის საშუალებითაც ყოველწიურად სხვადასხვა ქვეყნის 50 000 მოქალაქე ამერიკის მწვანე ბარათის მფლობელი ხდება. გათამაშებაში იმ ქვეყნების მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას, საიდანაც აშშ–ში ნაკლებად შედიან იმიგრანტები.

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა 3 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ საინფრომაციო შეხვედრებს ამერიკის საკონსულოს წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მართავენ.

„გვნიდოდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ამ პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ მუდმივად საცხოვრებლად ამერიკაში წახვიდეთ ემიგრაციაში, რაც შეეხება ხარჯებს და ნებისმიერ საკითხს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ამერიკის მთავრობა, რაიმე ხარჯებს თქვენთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე არ აიღებს. ეს იქნება მგზავრობა, ცხოვრება, დასაქმება და ა.შ.“, – განაცხადა ამერიკის საელჩოს საკონსულო ოფიცერმა არტურ დაიმონდმა.

მისივე თქმით, მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აპლიკანტებს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები განმცხადებლებს ურჩევენ, რომ განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შეიტანონ, რადგან სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო, სისტემის მუშაობა შეიძლება საგრძნობლად შენელდეს. კანონმდებლობის თანახმად, ერთ განმცხადებელს მხოლოდ ერთი განაცხადის შევსება შეუძლია. განაცხადის შეტანა უფასოა. განაცხადაი ამ ვებ –გვერდზე უნდ შევსოთ: https://www.dvlottery.state.gov

განაცხადის შევსების შემდეგ 2018 წლის 1 მაისიდან თქვენ უკვე შეძლებთ თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას, თუ შეხვალთ DV-2018 წლის Entrant Ssatus Check განყოფილებაზე და შეიყვანთ თქვენს უნიკალური ნომერს, რომელსაც განაცხადის სრულად შევსების შემდეგ მიიღებთ. აშშ–ს მთავრობა პირადად გამოგიგზავნით ინფორმაციას. სტატუსის შემოწმება არის ძირითადი ინფორმაციის წყარო თქვენი განაცხადის შესახებ.

ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების განმარტებით, მწვანე ბარათი არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობას. აღნიშული ბარათით აპლიკანტი ისევ საქართველოს მოქალაქეა, თუმცა აქვს ამერიკაში ცხოვრების უფლება: „მწვანე ბარათიდან ამერიკის მოქალაქეობამდე ერთი ნაბიჯია, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება“.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას და ვერ მოიპოვებენ მწვანე ბარათს, მომავალში ხომ არ შეექმნებათ პრობლემები ამერიკაში გამგზავრების დროს. საელჩოს წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განუმარტეს, რომ ეს გავლენას არ იქონიებს, თუმცა დოკუმენტაციის განხილვის დროს, ეს გარემოებაც იქნება გათვალიწინებული.

„ტურისტული ვიზის გასაუბრებისას საკონსულოს წარმომადგენელი უყურებს მთლიან სურათს, რა თქმა უნდა, ეს ერთ–ერთი საკითხია, რასაც შეხედავს, თუმცა არანაირად არ არის ცუდი ფაქტორი თქვენი სავიზო გასაუბრების დროს. ყველას ინდივიდუალურად უდგებიან, შეხედავენ თქვენ წარსულში როგორი მგზავრობის ისტორია გაქვთ, რამდენად ბევრი გარემოება გაკავშირებთ საქართველოსთან, და ა.შ.“, – ამბობს არტურ დაიმონდი.

შეხვედის მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ მწვანე ბარათის გათამაშებით რა სარგებელი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„ამერიკაში ჩვენ გვჯერა, რომ რაც მეტი კულტურა იქნება ერთად, ბევრი განსხვავებული იდეა, აზრი და შესძლებლობები იქნება. ზოგადად ამ პრინციპზეა აშენებული ამერიკა“, – განაცხადა არტურ დაიმონდმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო
დღეს ახალციხეში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე, აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
მწვანე ბარათის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
აშშ–ს  საელჩოს შეთავაზება მედია, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს
ამერიკის დღეები ახალციხეში ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა
ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა
ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო