FM97.5 / LIVE

თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2020
თვითდასაქმებულებმა ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა შეავსონ. რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყება და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ


თვითდასაქმებულებმა, (მოვაჭრე, ძიძა, ხელოსანი, დამლაგებელი, მძღოლი, რომელსაც მგზავრები დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში გადაჰყავს; პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას), რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge უნდა შეავსონ შემდეგი ინფორმაცია:

▶სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
▶საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
▶საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ასევე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

▶გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად, შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი);

▶2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

▶მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;

▶საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

თვითდასაქმებულებს (ცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები; მეწარმე ფიზიკურ პირები; პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები; ინდივიდუალური მეწარმეები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში ვებგვერდზე – www.moh.gov.ge განაცხადის შესავსებად არ დაჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.

რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

მიღებული განაცხადები დამუშავდება და კომპენსაცია გადაირიცხება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა დოკუმენტები სჭირდებათ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად
ვინ შედიან არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების სიაში
17 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება
17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200–ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო
რა დოკუმენტები გჭირდებათ 17 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების მისაღებად - რეგისტრაცია დაიწყო
1 აპრილს საშემოსავლოს გადახდის ვადა იწურება
როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება