FM97.5 / LIVE

ახალციხის და ბორჯომის ბაზრები ისევ დაკეტილია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.04.2020
დღეს, 27 აპრილს ბორჯომის და ახალციხის ბაზრები არ გაიხსნება. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორივე სავაჭრო ობიექტი დახურულ სივრცეშია, ახალი რეგულაცია კი მხოლოდ ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს ეხება.

ახალციხის და ბორჯომის ბაზრები ისევ დაკეტილია

„ამ ეტაპზე იხსნება მხოლოდ ღია ტიპის ბაზრები. რაც შეეხება ბორჯომს და ახალციხეს ორივე არის დახურული სივრცის ბაზარი, ამიტომ ვერ გაიხსნება“,– განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში არსებული ბაზრები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე მუშაობენ.

„როდესაც ბაზრების გახსნის ახალ ეტაპზე გადავალთ, იმედია დაკმაყოფილებული იქნება ყველა სტანდარტი და ფუნქციონირებას შეძლებენ“, – განმარტა მიქელაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა იწყება. 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა, დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა და მსუბუქი მანქანებით გადაადგილება.

ახალციხის ბაზარი 12 აპრილს დაიკეტა, ბორჯომში კი რვა აპრილს.

16 აპრილს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ახალციხის და ბორჯომის ბაზრები არ გაიხსნება.

ახალციხის და ბორჯომის ბაზრები ისევ დაკეტილია

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღია ტიპის აგრარლული ბაზრები გაიხსნება – კიდევ რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები  მომხმარებლებისთვის ღიაა
‘80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს’- მინისტრი
სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის ბაზარი გაიხსნა - სეს

‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები მეორე დღეა დაკეტილია