FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 06.04.2020
4 და 5 აპრილს ახალციხის აგრარული ბაზარი სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა, ამავე მიზეზით დაიკეტა ახალქალაქის ბაზარიც. ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში არსებული ბაზრები ღიაა.

სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები  მომხმარებლებისთვის ღიაა

როგორც, ახალციხის გუბერნიაში აცხადებენ ახალციხის აგრარული ბაზარი დღეს დილიდან გაიხსნა, მაგრამ დაწესებული შეზღუდვებით მუშაობს. ბაზრის გარე ტერიტორიაზე აიკრძალა ვაჭრობა.

„როგორც იცით შაბათ–კვირას ჰიგიენური სადეზინფექციო სამუშაობის გამო ახალციხის ბაზარი დაიკეტა, მას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. დღეს დილიდან კი, გაიხსნა სხვადასხვა შეზღუდვებით. რას გულისხმობს შეზღუდვები: ავტომობილები შედიან პარკირებაზე შეზღუდვით და არ ჩერდებიან, რომ ხალხმრავლობა არ გამოიწვიოს, ასევე სრულად აიკრძალა გარევაჭრობა, ვაჭრობა მხოლოდ შენობაში ხდება, რაც შეეხება გარშემომყოფ მაღაზიებს, მომსახურება ხდება მხოლოდ გარედან,“ – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე.

როგორც, მიქელაძე ამბობს დაწესებულია ბაზრის დახურულ სივრცეში სხვადასხვა შეზღუდვები და წესები, მისივე თქმით ბაზარი მუშაობს სუპერმარკეტის სტილში, აქვს ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი, რომელიც მკაცრად კონტროლდება, ხოლო წესების არდამორჩილება გამოიწვევს ბაზრის დაკეტვას.

„ყველა გამყიდველს აქვს ხელთათმანი და პირბადე, იცავენ ჰიგიენურ ნორმებს და არიან გაფრთხილებულები მკაცრად, რომ ერთი მცირედი გადაცდომაც კი გამოიწვევს ბაზრის დაკეტვას. რაც შეეხება ბაზრის გახსნას, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იქ მყოფი მოვაჭრეების ინტერესებიდან გამომდინარეც, რასაც მკაცრ კონტროლს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობა,“ – გვითხრა მიქელაძემ.

კითხვაზე ისევ მოხდება, თუ არა მომდევნო შაბათ–კვირას ახალციხის ბაზრის დაკეტვა, მიქელაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე, თუ როგორ განვითრდება მოვლენები.

„მომდევნო შაბათ–კვირას დაიკეტება, თუ არა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ზოგადად შაბათ–კვირას შეიძლება შედარებით შეიზღუდოს. გააჩნია სიტუაციას, შეიძლება ხვალვე დაიკეტოს თუ რაიმეს დაარღვევენ. თუ გაგრძელდება წესების დაცვით, იმ წესებით რაზეც შეთანხმება მოხდა, გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ წესები დაირღვევა მოხდება ბაზრის დაკეტვა,“ – თქვა მიქელაძემ.

რაც შეეხება ბორჯომისა და ახალქალაქის ბაზრებს, მიქელაძის თქმით მსგავსი პირობები მოქმედებს იქაც.

„ბორჯომში და ახალქალაქში არის ძალიან მცირე ბაზარი და ხალხის ნაკადიც შედარებით მცირეა. აქაც მუნიციპალიტეტები მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. ხდება სისტემატური დეზინფექცია, ამ ეტაპზე არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს და იქაც ანალოგიურად, თუ რაიმე მცირედ დარღვევას ექნება ადგილი მკაცრად კონტროლდება და იქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული დაკეტვაზე,“ – ამბობს გიორგი მიქელაძე.

გასულ კვირას, 30 მარტს, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგაც ხალხმრავლობა იყო.

4 და 5 აპრლის ახალციხის ბაზარი სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

4 და 5 აპრილს ახალციხის ბაზარი დაიკეტება
დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი
ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები მეორე დღეა დაკეტილია
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]
ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება
სეს–მა ახალციხის ბაზარი კიდევ ერთხელ შეამოწმა