FM97.5 / LIVE

25 ახალი შემთხვევა მასშტაბური კვლევის შედეგია – მარინა ეზუგბაია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გასულ დღე–ღამეში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევის გამოვლენა აგრესიულ კვლევას უკავშირდება. მათ კლინიკაში COVID 19-ით ცხრა მოზარდი მკურნალობს.

25 ახალი შემთხვევა მასშტაბური კვლევის შედეგია – მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი, ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

„ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, 25 ახალი შემთხვევიდან ოთხი ინფექციურშია მოთავსებული.

“ჩვენთან გუშინ მოთავსდა ოთხი პაციენტი, აქედან ორი მოზარდია - შვიდი ბავშვი გვყავდა, კიდევ ორი დაგვემატა და ცხრა მოზარდი გვყავს. ორი მოზარდი მსუბუქი სიმძიმითაა. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა 37,3. მეორეს ტემპერატურაც არ აქვს, ჩივილები უმნიშვნელოდ გამოხატულია, დანარჩენი ორი ახალი პაციენტის მდგომარებას რაც შეეხება, ერთთან პნევმონიაა, მეორესთან კი არა, მაგრამ არის საშუალო სიმძიმის”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკული პაციენტები ამ ეტაზე არ ჰყავთ. ინფიცირებულებიდან 17 მძიმე პნევმონია აქვს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
‘მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით’ - ეზუგბაია
‘სამ პაციენტთან ძალიან მძიმე პნევმონია გვაქვს’ - ეზუგბაია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი მძიმე პაციენტი დაემატა
‘ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია’ – ეზუგბაია
კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 მოზარდიდან 5 გამოჯანმრთელდა