FM97.5 / LIVE

‘სამ პაციენტთან ძალიან მძიმე პნევმონია გვაქვს’ - ეზუგბაია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 14.04.2020
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათგან ხუთი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა, ერთის წყარო კი უცნობია.

‘სამ პაციენტთან ძალიან მძიმე პნევმონია გვაქვს’ - ეზუგბაია
ფოტო:საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

„ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ექვსი ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა ხუთი პაციენტი, რომელთაგან ერთი მოზრდილია და ოთხი მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. ორი კლასტერი შემოგვემატა, ერთი ქობულეთი და მეორეს წყარო ჩემთვის უცნობია”, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინე ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ, 13 აპრილს, 266 პაციენტი იყო დადასტულებული, რასაც დაემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 -ია, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია.

„ჩვენთან ერთ-ერთი ტაძრის მამაოს ჩაუტარდა კვლევa და ნეგატიური პასუხი მივიღეთ. გადავიყვანეთ იზოლირებულად სხვა განყოფილებაში. დღეს დილით მას არ აქვს ტემპერატურა და შეიძლება დატოვოს კლინიკა“, - აცხადებს ეზუგბაია.

მისივე თქმით, კლინიკაში პაციენტების 60%-ზე მეტს პნევმონია აქვს, არიან მძიმე და კრიტიკულ სიტუაციებში მყოფი პაციენტებიც.
სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
მარინა ეზუგბაია - ‘სამი მძიმე ავადმყოფი გვყავს’
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი პაციენტებიდან ხუთს პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
‘ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია’ – ეზუგბაია
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია