FM97.5 / LIVE

'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და შეცდომით სახლში გამოუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულის ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს.

'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ტიგრან ეგოიანის თქმით, მამაკაცის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე "სუსტი დადებითია".

„ტესტის პასუხი დადებითია, ოჯახის წევრები ახალციხის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სოფელი თვითიზოლაციაშია, ველოდებით ჯგუფს, სოფელში რომ მივიდეთ, ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი“, –ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" ტიგრან ეგოიანი.

საქმე ეხება 44 წლის ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელმაც რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, 18 დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.

მერის წარმომადგენლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ექიმებმა კი ეს მისი სახლში გაშვებიდან, ორი დღის შემდეგ გაარკვიეს.

ინფიცირებული კაცი სოფლიდან ორ ივნისს, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა პოლიციის თანხლებით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი ეგორ თოროიანი აცხადებს, რომ 44 წლის კაცს ოჯახის წევრების გარდა, 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

"სამხრეთის კარიბჭე "ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს, თვალი ადევნეთ ვებგვერდს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე
‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია