FM97.5 / LIVE

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2020
ახალციხის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსი კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, იგი სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც, კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

„კორონავირუსი გუშინ, 28 მაისს დაფიქსირდა, პაციენტი მაშინვე გადავიყვანეთ კოვიდცენტრში, იგი ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის“ – ამბობს გიორგი ბარძიმაძე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 23 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ბორჯომის "ცხელების ცენტრში" მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

25, 29, 30 აპრილს და 7 მაისს COVID-19 დაუდასტურდა ახალციხის "ცხელების ცენტრში" მყოფ ოთხ პაციენტს, ისინი ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.

29 მაისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავრუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 10 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია
ბორჯომის 'ცხელების ცენტრში' პაციენტს კორონავირუსი  დაუდასტურდა
ახალციხის 'ცხელების ცენტრში' კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია