FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში არსებული ‘ცხელების ცენტრი’ გაუქმდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2020
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი რვა ივნისიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. კლინიკაში არსებული „ცხელების ცენტრი“ გაუქმდა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში არსებული ‘ცხელების ცენტრი’ გაუქმდა

ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის მიმართულებით ცენტრმა მუშაობა განახლა, ასევე მუშაობა დაიწყო კლინიკაში არსებულმა მრავალპროფილურმა ამბულატორიის განყოფილებამ.

"ქვეყნის ბიუჯეტით სრულად დაფინანსებული, ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის უფასო პროგრამის ფარგლებში 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ბენეფიციართა პირველი "პოსტკორონული" ნაკადი მიიღო კლინიკამ. მათ შორის არიან პაციენტები, რომელთაც ცენტრის ერთ-ერთ პირველ საკარანტინო სივრცედ დაუყოვნებლად ტრანსფორმირების გამო შეუწყდათ სარეაბილიტაციო პროცესი", – ნათქვამია სამედიცინო დაწსებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით აბასთუმნის ფილტვის ცენტრი ერთ–ერთი პირველი იყო, კორონავირუსის პანდემიის დროს, რომელმიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.

ამავე წლის 22 აპრილიდან აბასთუმნის ფილტვის ცენტრი „ცხელების ცენტრად“ გადაკეთდა, მაგრამ ცენტრს ამ პერიოდის განმავლობაში ცხელებიანი პაციენტები არ მიუღია.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 28 აპრილს განაცხადა, რომ covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთა მკურნალობა 14 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა და არ აღენიშნებოდათ კლინიკური სიმპტომატიკა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანდნენ, მაგრამ ამ დრომდე კლინიკას მსგავსი პაციენტი არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

[ნუკა სტეფნაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საკარანტინო მზადყოფნაა
კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კიდევ 3 მოქალაქე შეიყვანეს
COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვთ, აბასთუმანში უმკურნალებენ
აბასთუმნის ფილტვის ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა პოზიცია დატოვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან 15 პაციენტი გაწერეს ®
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ერთი მოქალაქე შეიყვანეს