FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლომ ასპინძის სამი სოფლის რწმუნებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა

მთავარისამართალი 07.11.2013
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამი სოფლის ყოფილი რწმუნებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს.

ახალციხის სასამართლომ ასპინძის სამი სოფლის რწმუნებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი რწმუნებულები გივი ჩოხელი, ტარიელ აფციაური და ჯემალ იაკობიძე ამბობენ, რომ 2 აგვისტოს, დაკავებული თანამდებობებიდან ზეწოლის შედეგად, მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული თათბირის შემდეგ გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მათ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
ყოფილი რწმუნებულები გამგეობის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სამი სასამართლო პროცესი გაიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ დღეს, 7 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მიიღო.

სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი მოსარჩელე, სოფელ იდუმალის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული ტარიელ აფციაური დაესწრო. აფციაურის განმარტებით, მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო: „გამგეობას არ ჰქონდა საკრებულოს გადაწყვეტილება ჩვენი გათავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი იყო. მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ გასაჩივრებას აზრი არ აქვს, მაინც იგივე პასუხს მივიღებთ“.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია მოსარჩელე მხარის ადვოკატი საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილიც:„გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დასწრება სავალდებულო არ არის. ჩვენ დავუკავშირდით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთ და თუ გადაწყვეტენ გასაჩივრებას, აუცილებლად დავეხმარებით. ამჟამად გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ობიექტურად გამოიტანა და ყოფილ რწმუნებულებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, 2 აგვისტოს თათბირს წინ უსწრებდა სოფლებში ჩატარებული შეხვედრები.

„მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ თუ შეიცვალა ხელისუფლება, უნდა შეიცვალონ რწმუნებულებიც. ცხადია, ჩვენ ასე არ ვფიქრობდით და რადგან მათ რწმუნებულებთან პრეტენზიები ჰქონდათ, შევთავაზეთ, ჩაეტარებინათ კრება, გამოთქვათ აზრი, წარმოედგინათ რამდენიმე კანდიდატურა და თუ რწმუნებულებიც დაგვთანხმდებოდნენ, შევცვლიდით გამოსაცდელი ვადით. ეს ყოფილმა რწმუნებულებმა აღიქვეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და იჩივლეს“, - ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ასპინძაში 21 რწმუნებულიდან პოსტი14-მა რწმუნებულმა დატოვა. სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ სამმა, იდუმალის, რუსთავისა და ოშორის რწმუნებულმა გაასაჩივრა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა წააგო
ასპინძის საკრებულოს საქმეზე ახალციხის სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართა
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ადიგენის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გამგებელს სასამართლო მოუგო