FM97.5 / LIVE

ბორჯომის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა წააგო

მთავარისამართალი 29.05.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ნატა კოპაძის ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ბორჯომის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა წააგო

სასამართლო დავა იმ საქმეზე, რომელიც პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ბორჯომის გამგეობის წინააღმდეგ შეიტანა, დასრულდა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება დღეს, 29 მაისს გამოაცხადა. პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ნატა კოპაძემ სასამართლო დავა წააგო.

„მოსამართლემ გააუქმა ჩვენი მოთხოვნა, ბათილობა“, – აცხადებს ნატა კოპაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე და ამატებს, რომ როგორც ჩანს, მოსამართლემ ჩათვალა რომ კვალიფიკაცია არ იყო საჭირო: „დღეს ამის შესახებ არ განუცხადებია, უბრალოდ, ეს ფრაზა გააჟღერა ერთ–ერთ პროცესზე. ჯერ ველოდები გადაწყვეტილების ჩაბარებას, გადაწყვეტილებაში რას ჩაწერს, იმის მიხედვით ვიფიქრებ“.

ამ ეტაპზე უცნობია გაასაჩივრებს თუ არა მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას. ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ ნატა კოპაძესთან კონსულტაცია უნდა გაიაროს.

ნატა კოპაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში, იგი აცხადებს, რომ დაახლოებით მსგავს გადაწყვეტილებას ელოდა: "როგორც ჩანს, ადგილობრივი სასამართლოები განიცდიან ზეწოლას. აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში".

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ნატა კოპაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი მიმდინარე წლის 29 იანვარს შეიტანა. ნატა კოპაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 5 იანვრის (N2პ–9) ბრძანების ბათილად ცნობას და სასამართლო წესით თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა. კოპაძეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების შემდეგ დაკავებულ პოზიციაზე დასაქმებაზე უარი უთხრეს. მას აღნიშნული თანამდებობა 2013 წლის 4 ივნისიდან ეკავა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა გადადო
ბორჯომის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლეს
ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დასრულდა
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
ბორჯომის გამგეობაში ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობენ
ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის  წინააღმდეგ საქმე წააგო