FM97.5 / LIVE

'ერთსულოვნება' ადიგენის 'ოცნების' შტაბის ხელმძღვანელს ბოდიშს უხდის

მთავარიპოლიტიკა 06.11.2013
არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ „ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბის ხელმძღვანელების ლევან ლობჯანიძისა და ავთო კაჭკაჭიშვილის მიმართ გაჟღერებულ ინფორმაციას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება.

'ერთსულოვნება' ადიგენის 'ოცნების' შტაბის ხელმძღვანელს ბოდიშს უხდის
24 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ბრიფინგი გამართა, სადაც „ქართული ოცნების“ ადიგენის ყოფილი შტაბის წევრები საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებოდნენ. ადიგენის „ოცნების“შტაბის ხელმძღვანელებად ავთო კაჭკაჭიშვილისა და ლევან ლობჯანიძის დანიშვნას ის ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ადიგენის რაიონულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით აქტიურობდნენ.

როგორც 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ადიგენის მოსახლეობა ამბობდა, „ოცნების“ ხელმძღვანელებად ის ადამიანები დაინიშნენ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ხე-ტყის უკანონო ჭრასთან იყვნენ კავშირში.

„დაახლოებით თვენახევრის წინ, ადიგენის, კერძოდ სოფელ წახანის მოსახლეობამ განცხადებით მოგვმართა, იმის თაობაზე, რომ ოცნების რიგებში მათთვის არასასურველი კანდიდატურა შევიდა. განცხადების შემოსვლის შემდგომ ბრიფინგი გავმართეთ, სადაც ლევან ლობჯანიძის სახელი და გვარი გაჟღერდა. თითქოს მას ხე-ტყის ჭრასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე და ამატებს, რომ უშუალოდ მათი ორგანიზაციისგან ლევან ლობჯანიძის სახელი არ გაჟღერებულა და ეს სახელი და გვარი ადიგენის მოსახლეობამ ახსენა.

მას შემდეგ, კი რაც ლევან ლობჯანიძემ აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, რომ იგი არანაირ კავშირში არ იყო არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ხე-ტყის ჭრასთან, ორგანიზაციამ ადიგენის მუნიციპალიტეტში კვლევა ჩაატარა.

„გარკვეულწილად ჩვენგანაც გამოიწვია ამ სახელის და გვარის გაჟღერებამ დაინტერესება. ვითომდა ლევან ლობჯანიძე იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უშუალო კონტაქტში, პარალელურ რეჟიმში იყო „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი, ასევე შეკრული იყო ლევან თუმანიშვილთან და კავშირში იყო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან. მაგრამ როგორც ჩვენ გავარკვიეთ, არც ერთი და არც მეორე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. არც ავთო კაჭკაჭიშვილზე აღმოჩნდა, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამბობს „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ლიდერი გენადი ენდელაძე.

მისივე თქმით, ის პირადად შეხვდა სოფელ წახნის მოსახლეობას და ვითარება აუხსნა.

„გაირკვა, რომ ეს ასე არაა, დავუმტკიცე ყველაფერი და ისინიც დარჩნენ კმაყოფილები“,- ამბობს გენადი ენდელაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
დღეს ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
'ერთსულოვნება' ახალციხის მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატების რეიტინგებს ადგენს
ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე მუშაობას შეუდგა
„ერთსულოვნება“ მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგებს აქვეყნებს