FM97.5 / LIVE

'ერთსულოვნება' ახალციხის მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატების რეიტინგებს ადგენს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 01.05.2014
მართალია, პოლიტიკურ პარტიებს ახალციხის მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა, ორგანიზაციამ „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ სავარაუდო კანდიდატების სია შეადგინა და მათი რეიტინგების დადგენას იწყებს.

'ერთსულოვნება' ახალციხის მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატების რეიტინგებს ადგენს
ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიაში მერობის კანდიდატებად გვხვდებიან: გიორგი კოპაძე, გელა დემეტრაძე, ოლეგ სანდროშვილი, გოჩა ათოშვილი, თამარ გოგოლაძე, ჯიმშერ გოგოლაური, გენადი ენდელაძე და ქეთევან ხმალაძე. ამათგან, ენდელაძე და ხმალაძე, ორგანიზაციის წევრები არიან, ქეთევან ხმალაძე ორგანიზაციის თავმჯდომარეა, გენადი ენდელაძე კი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.

ქეთევან ხმალაძე განმარტავს, რომ რესპონდენტებს თავადაც შეუძლიათ მერობის კანდიდატი დაასახელონ: „არ არის აუცილებელი, რომ მერობის კანდიდატი იყოს კონკრეტული პირი, რომელიც დარეგისტრირდება მომავალში მერობის კანდიდატად. ავირჩევთ პირობითად ცნობად სახეებს და გამოვიკვლევთ“.

„ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ კვლევას დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ჩაატარებს. რესპონდენტების ანონიმურობა დაცული იქნება.

„ქალაქის მასშტაბით გამოკითხვას ათამდე ადამიანი ჩაატარებს, რეგიონის მასშტაბით კი 20-30 ადამიანი. დაახლოებით გვეცოდინება, წინასაარჩევნოდ, ვის როგორი რეიტინგი აქვს და რა შანსები აქვთ არჩევნებზე“, - ამბობს ქეთევან ხმალაძე.

პარალელურად, „ერთსულოვნება“ კიდევ ერთ კვლევას ჩაატარებს. ამ კვლევაში რესპონდენტები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის მუშაობას შეაფასებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ერთსულოვნება“ მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგებს აქვეყნებს
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება [Video]
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე დააკავეს
ქეთევან ხმალაძე არ ამხელს უნდა მიეღო თუ არა 23 დამკვირვებელს ანაზღაურება
'ერთსულოვნება' ადიგენის 'ოცნების' შტაბის ხელმძღვანელს ბოდიშს უხდის
ვინ არიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
პროკურორი: ქეთევან ხმალაძე ბრალს აღიარებს