FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.02.2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ხვალ 15 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება. 13 დეპუტატი ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას ითხოვს.

ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
"მხოლოდ იმპიჩმენტის საკითხს განვიხილავთ", – განაცხადა სატელეფონო საუბარში ადიგენის საკრებულოს თავამჯდომარის მოადგილემ თამაზ ძაძამიამ.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძეც დაესწრება, რომელიც სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

"მინდა დაასახელონ ტეპუტატებმა მიზეზი, რატომ უნდათ ჩემი გაწირვა", – ამბობს ლევან ლობჯანიძე.

შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძის მეორედ იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ, ადიგენის საკრებულოში განცხადება 8 თებერვალს შევიდა. 30 დეპუტატიდან განცხადებას ხელს 13 დეპუტატი აწერს. თავმჯდომარის იმპიჩმენტის წესით გადაყენებისთვის კი 10 დეპუტატის თანხმობაც საკმარისია.

ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან, პირველად იმპიჩმენტის წესით, 2015 წლის 4 მარტს გადააყენეს, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ. ლობჯანიძემ გადაყენება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს გზით იბრძოლა და სამივე ინსტანცია მოიგო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულო ვალდებული იყო ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღედგინა და მისთვის 23 თვის იძულებით განაცდური აენაზღაურებინა, რაც 60, 950 ლარს შეადგენს.

საკრებულომ ლობჯანიძე პოზიციაზე 7 თებერვლის სხდომაზე აღადგინა, თუმცა ერთი დღის შემდეგ, 8 თებერვალს დეპუტატებმა მისი ხელმეორედ გადაყენების საკითხი დააყენეს.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
დღეს ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება