FM97.5 / LIVE

„ერთსულოვნება“ მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგებს აქვეყნებს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.05.2014
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ახალციხეში მერობის სავარაუდო კანდიდატების სია შეადგინა და მათი რეიტინგები დაადგინა.

„ერთსულოვნება“ მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგებს აქვეყნებს
„ერთსულოვნებამ“ 985 ადამიანი ანონიმურად გამოკითხა. რეიტინგები ასეთია: გიორგი კოპაძე 30%, გელა დემეტრაძე 15,5 %, ოლეგ სანდროშვილი 0,1 %, გოჩა ათოშვილი 2,5 %, თამარ გოგოლაძე 3,4 %, ჯიმშერ გოგოლაური 3,1 %, გენადი ენდელაძე 7,2 %, ქეთევან ხმალაძე 8%. გამოკითხულთა 24,4 %-მა პოზიცია არ დააფიქსირა.

„ვვარაუდობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პოზიციას არ აფიქსირებენ, მხარს „ნაციონალების“ კანდიდატს, გელა დემეტრაძეს დაუჭრენ. პირი, რომელიც ფიქრობს რომ მმართველი გუნდის კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, თავის არჩევანს ყოველთვის ღიად აფიქსირებს“, - ამბობს „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ თავმჯდომარე ქეთევან ხმალაძე.

იგი საკუთარ რეიტინგს უკვე დასახელბულ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი კოპაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გელა დემეტრაძეს ადარებს და ამბობს, რომ მიღებული შედეგით კმაყოფილია, რადგან კოპაძეც და დემეტრაძეც ცნობადი სახხეები არიან, თავად კი ახალციხეში ბოლო ორი წელია რაც საქმიანობს: „ამიტომ, მადლობა ნდობისთვის მოსახლეობას“.

„ერთსულოვნება“ მერობის სავარაუდო კანდიდატრებთან ერთად სამცხე-ჯხავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მუშაობის შეფასებითაც დაინტერესდა.

„მაჭუტაძემ გამოკითხულთა შორის 662 დადებითი პასუხი დააგროვა. უარყოფითად განწყობილი მოქალაქეების რაოდენობა მხოლოდ 4-ია, დანარჩენი კი არ იცნობს“, - გვიხსნის ხმალაძე.

კითხვაზე, რატომ დაინტერესდა „ერთსულოვნება“ ჯერ არ დასახელებული კანდიდატების რეიტინგებით, მაშინ როცა კვლევისთვის გათვალისწინებული რესურსის გამოყენება რეალური კანდიდატების რეიტინგის დადგენაში შეიძლებოდა, გვპასუხობს: „ამ კვლევის მიზანი იყო, გვეჩვენებინა, თუ რამდენად რეიტინგულები იყვნენ ცნობადი სახეები მუნიციპალიტეტში. კვლევა ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატებზეც ჩატარდება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ერთსულოვნება' ახალციხის მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატების რეიტინგებს ადგენს
ფერსის კლუბში მცხოვრები ოჯახით ’ერთსულოვნება’ დაინტერესდა
ახალციხის მესამე საარჩევნო უბანი 'ოცნებამ' მოიგო
'ერთსულოვნება' ადიგენის 'ოცნების' შტაბის ხელმძღვანელს ბოდიშს უხდის
ახალციხის პირველ უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ
ქეთევან ხმალაძე არ ამხელს უნდა მიეღო თუ არა 23 დამკვირვებელს ანაზღაურება
ცესკო: გიორგი კოპაძე 60.44, გელა დემეტრაძე 31. 03 პროცენტი