FM97.5 / LIVE

ადიგენის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან

მთავარისიახლე, კორონავირუსი 13.04.2020
ადიგენის „ცხელების ცენტრში“ მყოფ პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, COVID 19–ზე გამოკვლევისთვის, მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ადიგენის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან


„ანამნეზმა არაფერი აჩვენა, თუმცა მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გადაგვეგზავნა ლაბორატორიაში, პასუხები, ალბათ დღეს საღამოს იქნება“ – გვითხრა კლინიკის ხელმძღვანელმა.

სამცხე–ჯავახეთში სულ ოთხი „ცხელების ცენტრია“, 13 აპრილის დილის მონაცემებით, პაციენტები მხოლოდ ადიგენსა და ახალქალაქში ჰყავთ.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელის, ალექსანდრე თოროიანის განმარტებით, მათ ცენტრში ერთი პაციენტია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზების გადაგზავნას ამ ეტაპზე არ საჭიროებს, რადგან მას ვირუსის ნიშნები არ აქვს.

„ცხელების ცენტრები“ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა, სადაც Covid-19–ის სიმპტომიან პაციენტებს ბოქსირებულ პალატებში აკვირდებიან.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 67 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია
ახალციხიდან ლუგარის ლაბორატორიაში ორ პაციენტზე გადაგზავნილი პასუხი ცნობილია
ახალციხეში 2 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან
როგორია მიმართვიანობა სამცხე–ჯავახეთის ცხელების ცენტრებში
ახალციხის ‘ცხელების ცენტრმა’ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი მიიღო
COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ადიგენში ორი პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს