FM97.5 / LIVE

როგორია მიმართვიანობა სამცხე–ჯავახეთის ცხელების ცენტრებში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 06.04.2020
დღეის, 6 აპრილის მონაცემებით რეგიონის ოთხ ცხელების ცენტრში ხუთ პაციენტს აკვირდებიან, ორ მუნიციპალიტეტში კი ამ დრომდე ცენტრისთვის არავის მიუმართავს.

როგორია მიმართვიანობა სამცხე–ჯავახეთის ცხელების ცენტრებში

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით ამ დროისთვის ახალციხის ცხელების კლინიკაში 3 ადამიანი წევს. მისივე თქმით მათ მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნებათ და ამჟამად მხოლოდ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ორი პაციენტი იმყოფება ამ დროისთვის ახალქალაქის ცხელების ცენტრში. როგორც კლინიკის მენეჯერი, ალექსანდრე თოროიანი ამბობს პაციენტებს სიცხე და პნევმონია აღენიშნებათ.

„ამჟამად არიან დაკვირვების ქვეშ. ანამნეზი აქვთ სუფთა. არანაირი კონტაქტი არ დგინდება არც ინფიცირებულებთან და არც მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამ ეტაპზე არ საჭიროებს ანალიზების გადაგზავნას.“ – გვითხრა ალექსანდრე თოროიანმა.

ბორჯომსა და ადიგენში ცხელების ცენტრებისთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.

ბორჯომის კლინიკის ხელმძღვანელის, ირაკლი დიასამიძის განმარტებით, ცხელების კლინიკა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, თუმცა მისი თქმით ამ დროის განმავლობაში მიმართვიანობა არ ყოფილა. ადიგენის ცხელების ცენტრში კი გვითხრეს რომ ამ დროისთვის სამივე ბოქსირებული პალატა ცარიელია.

პაციენტებისთვის, რომლებსაც Covid-19 სიმპტომები აღენიშნებათ რეგიონებში ცხელების კლინიკები გასულ კვირას მოეწყო. მათ შორის სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში.

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 188 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 36 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ცხელების ცენტრში ოთხ პირს აკვირდებიან
ადიგენის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა
ახალციხისა და ბორჯომის 'ცხელების ცენტრებიდან' სამი პაციენტის ანალიზი ლუგარში გააგზავნეს
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსზე ანალიზების პასუხები ცნობილია
ბორჯომში 2 პაციენტს COVID 19-ზე ამოწმებენ
COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან