FM97.5 / LIVE

სასუქის დეფიციტი და გაძვირებული სათესლე მასალა - სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

მთავარისიახლე, კორონავირუსი 08.04.2020
სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო და ფერმერები პრობლემების წინაშე დადგნენ. ისინი ჩივიან, რომ რეგიონში სასუქისა და შხამ-ქიმიკატების ნაკლებობაა, გაძვირდა სათესლე მასალა და აგროტექნიკის მომსახურება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი, მდგომარეობას ტრაქტორების ნაკლებობაც ართულებს.

სასუქის დეფიციტი და გაძვირებული სათესლე მასალა - სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
ფოტო:არქივი

სამცხე–ჯავახეთის მექანიზაციის სერვის ცენტრში სულ 32 ტრაქტორია, მათგან მხოლოდ 12 მუშაობს, დანარჩენი მწყობრიდან გამოსულია.

მიუხედავად ამისა, ცენტრის ხელმძღვანელი მათე ლონდარიძე ამბობს, რომ ფერმერების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ: „ჯავახეთში ჯერჯერობით არ არის დაწყებული სამუშაოები, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ახლა ძირითადად ხვნაზეა მოთხოვნა. რამდენიც მოგვმართავს იმდენს დავეხმარებით. დღის განმავლობაში, დაახლოებით ერთი ან ორი ტრაქტორი მუშაობს“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ცენტრს ტრაქტორის მოთხოვნით ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებიდან აკითხავენ.

ტექნიკის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ შხამ-ქიმიკატების ნაკლებობას უჩივიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. აქ კარტოფილის ჯერ არ ითესება, თუმცა მარცვლეული კულტურების თესვა დაწყებულია. ფერმერები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას საკუთარი ტრაქტორი ჰყავთ, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო, პრობლემას წარმოადგენს სასუქების ტრანსპორტირება.

„სასუქზეა ცუდი წვდომა. შხამ-ქიმიკატების ტრანსპორტირება თბლისიდან რეგიონებამდე ცოტა რთულად ხდება, ლოჯისტიკის პრობლემაა. მინდოდა რაღაც გამოეგზავნათ თბილისიდან, მაგრამ ვერ მიგზავნიან, იმიტომ, რომ მანქანა არ მოდის, ან ვერ მოდის და ა.შ. არადა, შხამ-ქიმიკატები თესვის დროს აუცილებელია. ვიყენებთ მცენარეთა დაცვის საშულებებსა და სასუქებს, როგორც მარტივს, ასევე კომპლექსურს. მუშაობენ გარკვეული მაღაზიები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - ამბობს „ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრის“ წარმომადგენელი, ფერმერი მახარე მაცუკატოვი.

საგაზაფხულო სამუშაოებისას არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოშიც.
მათი თქმით, ამ ეტაპზე ფერმერებს ყველაზე დიდი პრობლემა სათესლე მასალის გაძვირებამ შეუქმნა. გარდა ამისა, რეგიონში დეფიციტური გახდა შხამ-ქიმიკატები და მოიმატა ტექნიკის მომსახურების ფასმაც: „საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია, პრობლემას ისევ წარმოადგენს ტექნიკის ნაკლებობა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად, ბორჯომში მცირე მიწებია იქ და ისეთი ტრაქტორები, რომლებიც შევლენ და დაამუშვებენ, ნაკლებია. რეგიონში ფერმერები აღარ უჩივიან საწვავის სიძვირეს, მაგრამ ტრაქტორების მომსახურება საკმაოდ ძვირია მათთვის და სასუქების ნაკლებობაა. სათესლე მასალაც გაძვირდა“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, მამუკა თამარაძე.

მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით, მიმდინარე წელს უფრო მეტი მიწა დამუშვდება, ვიდრე გასულ წლებში: „გაიზარდა ფართობების რაოდენობა, უფრო ბევრი იხვნება და ითესება. ჯავახეთის ზონაში, ვინც რუსეთში ვეღარ გავიდა, აქ დაიწყო მიწის დამუშავება. სავარაუდოდ, გაიზრდება მარცვლეული კულტურების ნათესები. შესაძლებელია ბოსტნეულს გაუჩნდეს პრობლემა, რომ სათესლე მასალა არის გაძვირებული“, - ვარაუდობს თამარაძე და ამატებს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვა აქტიურად მიმდინარეობს, ადიგენსა და ასპინძაში კი ორ კვირიანმა უამინდობამ იმოქმედა და სამუშაოები ახლა იწყება.

გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო მეტ ფართობზე დათესა კარტოფილი ახალციხეში მცხოვრებმა ზურაბ სადათიერაშვილმაც. ფერმერი ამბობს, რომ ეს მარაგების სიმცირის შიშს არ უკავშირდება: „მე ოთხ ჰექტარ-ნახევარზე დავთესე კარტოფილი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარაგები არ ეყოფა. თუ სარწყავის პრობლემა არაა, ჩვენთან შეძლება დათესვა აპრილის დასაწყისიდან, მაისის ბოლომდე. ხახვის დასათესად უკვე ბოლო ვადებია, შემდეგ უნდა დაითესოს სტაფილო, ჭარხალი, ორ კვირაში კი სიმინდის აგროვადა დაიწყება“, - ამბობს ფერმერი.

სამცხე-ჯაავხეთის გუბერნატორი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ფერმერებს მიწის დამუშვება არ ეზღუდებათ, თუმცა აუცილებელია დაიცვან რეკომენდაციები. უფრო მეტიც, პრობლემების შემთხვევაში ადმინისტრაცია შეეცდება ფერმერებს დაეხმაროს.

„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი ტერიტორია იყოს ათვისებული და დამუშვებული, იმიტომ, რომ ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. გაჩერებულია ძალიან ბევრი საწარმო, ბევრი ბიზნესი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარაგების შექმნა არის უმნიშვნელოვანესი. არსებობს საგანგებო მდგომარეობა, გადაადგილებაზე არის შეზღუდვები, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ამ ადამიანებს წარმოეშვებათ, ჩვენ მზად ვართ რომ დავეხმაროთ“, - აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

საგაზაფხულო სამუშაოებსა და ფერმერთა ხელშეწყობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებში სასოფლო ტექნიკის ნაკლებობა უკვე წლებია პრობლემაა.

„საქართველოში ზოგადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობაა, ეს არის გამოწვევა, რომელიც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში დაგვიგროვდა. ყველა ის ღონისძიება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ იყო მიმართული იქითკენ, რომ სოფლად მეტი მექანიზაცია გაჩნდეს და ჩვენი ფერმერები ყოფილიყვნენ მეტად კონკურენტუნარიანები და ჰქონოდათ მეტი პროდუქციის უფრო ეფექტურად წარმოების საშულება. ეს ამოცანა ჯერ-ჯერობით მიღწეული არის, ამას დრო დასჭირდება. ბოლო რამდენიმე წელიწადში სიტუაცია უმჯობესდება“, - განაცხადა მინისტრმა.

სასუქის დეფიციტი და გაძვირებული სათესლე მასალა - სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
ფოტო:არქივი

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება
მესხ ფერმერებს ხვნა–თესვისთვის ტრაქტორები არ ჰყოფნით
სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს
კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 'მინდვრის დღეები' ჩატარდა
რა პრობლემები აქვთ ფერმერებს ‘მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის’ ფარგლებში
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]