FM97.5 / LIVE

მესხ ფერმერებს ხვნა–თესვისთვის ტრაქტორები არ ჰყოფნით

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.03.2018
მესხეთში საგაზაფულო ხვნა–თესვა დაიწყო. გლეხები ტექნიკის სიმცირესა და მომსახურების სიძვირეზე ჩივიან. ამის ფონზე კი მექანიზაციის სერვისცენტრმა ტრაქტორების რაოდენობა 55–დან, 51–მდე შეამცირა.

მესხ ფერმერებს ხვნა–თესვისთვის ტრაქტორები არ ჰყოფნით

ადიგენში, სოფელ შოლავერში შუბითიძეების ოჯახმა მიწა უკვე დაამუშავა და შვრია და ქერი დათესა. ამირან შუბითიძემ ეს სამუშოები საკუთარი, ხელის ტრაქტორით შეასრულა.

შუბითიძეებს კერძო ტრაქტორის დაქირავება არ შეუძლიათ. ერთი მეასედი მიწის ნაკვეთის მოხვნა - 2 ლარი, დათესვა კი 1.50 ლარი ღირს, ოჯახს კუთვნილი 60 მეასედი ნაკვეთის დამუშავება 200 ლარზე მეტი დაუჯდებოდა. ცოტა იაფია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის სერვისცენტრის მომსახურება. თუმცა შუბითიძეების შემოსავალი ვერც ამ ფასებს წვდება.

„ყველაფერში თუ ფული გადავიხადე, აზრი არ აქვს, დანახარჯს ვერ ავინაზღაურებ“,– გვეუბნება ამირან შუბითიძე და ამატებს, რომ გასული წლების გამოცდილებით, ხარჯებთან ერთად მიწის დამუშავება დროშიც იწელებოდა, რადგან არასაკმარისი ტექნიკის გამო, კვირაობით რიგში დგომა უწევდა.

ხარჯების სიდიდის გამო, სოფლად მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი საერთოდ უარს ამბობს მიწის დამუშავებაზე.

„მოხვნას, თესვას, მერე იმ ნათესების მოვლას იმდენი თანხა სჭირდება, იმის საფასურის მოსავალს ვერ ვიღებთ“, – ამბობს სოფელ არალში მცხოვრები ზურაბ ტატალაშვილი.

სამცხე–ჯავახეთის მექანიზაციის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჩინჩალაძის თქმით, ამ დროისათვის რეგიონში ტექნიკის მხოლოდ ნაწილი მუშაობს: „ჯერ კარგად არ არის დამთბარი, ნიადაგი სველია, ტემპერატურის მატებას ველოდებით“.

შპს „მექანიზატორში“ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სერვისცენტრს 51 ერთეული ტექნიკა აქვს: 11 ადიგენში, 13 ახალციხეში, 3 ასპინძაში, 17 ახალქალაქში და 7 ნინოწმინდაში. გასულ წელთან შედარებით, ტრაქტორების რაოდენობა ოთხით ნაკლებია: „ოთხი ტრაქტორი, საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს სხვა სერვის ცენტრებში გადავანაწილეთ. თუ დაგვჭირდება, ისევ დავაბრუნებთ.“

მექანიზაციის სერვის ცენტრის ტრაქტორით, მოხვნის ფასი, ერთ მეასედზე 1.60 ლარი, თესვა კი იგივე, 1.50 ლარია.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ფასები არ გაზრდილა, დამუშავებული ფართობის შემირებას, ბოლო ორი წლის განმავლობაში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ შეწყვეტას უკავშირებენ. პროგრამის მეშვეობით, ისინი ორი ტიპის, ხვნისა და აგრობარათს იღებდნენ, რითაც მათ ნიადაგის დამუშავება და სამეურნეო ინვეტნარის შეძენა შეეძლოთ.

აქართველოს მთავრობის ინიციატივით, პროგრამა 2013–2016 წლებში მიმდინარეობდა. ყოველ წლიურად პროგრამით 45 ფერმერი სარგებლობდა და 29 000 მიწის ნაკვეთი მუშავდებოდა.


ის, რომ რეგიონში სახნავ–სათესი ტექნიკა არასაკმარისია, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც საუბრობენ. ერთ სეზონზე რა რაოდენობის ტექნიკა შეიძლება დასჭირდეს რეგიონს, ვერ აზუსტებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეგიონში საერთო ჯამში 95 000 ჰექტარი სახნავ–სათესი მიწაა, საიდანაც ყოველ წელს, საშუალოდ, 46 000 ჰექტარი მუშავდება.

სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისათვის, აქტიური ხვნა–თესვა რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ახალციხეში, ასპინძასადა ადიგენში მიმდინარეობს. მცირე ფართობია დამუშავებული ბორჯომში, ჯავახეთში კი, თოვლის გამო, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

სამმართველოს დირექტორის მოადგილის, მამუკა თამარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში ჯერ მხოლოდ 700 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა.

საგაზაფხულო სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო და მაისში უნდა დასრულდეს.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება
საშემოდგომო ხვნა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს
ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]
‘გასულ წელთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთში 1 721 ჰექტარით მეტი დაითესა’ - სამმართველო
ფერმერების ნაწილმა ხვნის ბარათები ვერ გამოიყენა
სასუქის დეფიციტი და გაძვირებული სათესლე მასალა - სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო