FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 'მინდვრის დღეები' ჩატარდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.08.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და „მარცვლეულის ლოჯისტიკის“ ახალქალაქის სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღეები“ ჩატარდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 'მინდვრის დღეები' ჩატარდა

„მინდვრის დღეები“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში გაცნობას გულისხმობს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი ესწრებოდნენ.

"სამცხე-ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონს წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიური და ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი კულტურის, მათ შორის, მარცვლეულისა და კარტოფილის როგორც სასურსათო-სამეურნეო, ასევე ხარისხოვანი, ჯანსაღი სათესლე მასალის წარმოების საშუალებას იძლევა. დღეს, თესლის წარმოებისა და სერტიფიცირების საკითხი აგრარულ სექტორში აქტიურად განიხილება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვევითი ცენტრი ნაკვეთებზე სათესლე მასალის ფართომასშტაბიან ინსპექტირებასა და სერტიფიცირებას აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც 133 ჰა ფართობზე ადგილობრივი და ინტროდუცირებული საგაზაფხულო თავთავიანი კულტურებისა (ქერი, ორთესელა, ხორბალი) და კარტოფილის 22 სხვადასხვა ჯიშის გამოცდა და სათესლე მასალის წარმოება მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც კომპანიის მიერ რეგიონში მიმდინარე წლიდან ხორციელდება, სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო კულტურების საკონკურსო ჯიშთა გამოცდას, გამარჯვებული ჯიშების დარაიონების დადგენას, მისი სამეწარმეო ტერიტორიებზე გადატანას და ფერმერთათვის მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის მიწოდებას ემსახურება.

"სათესლე მასალის სიწმინდის შენარჩუნების მიზნით კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სოფელ ვაჩიანში განთავსებულ თავთავიანი კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო (ქერი, ხორბალი) ნათესებში მცენარეთა ფენოლოგიური დაკვირვება მიმდინარეობდა, რის საფუძველზეც 5 საერთაშორისო სანერგის საგაზაფხულო ქერისა და ხორბლის 335 გენოტიპიდან ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული, სელექციური ნიშან-თვისებების მქონე ფორმები შეირჩევა", – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ პესრელიზში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)
რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს[R]
შეხვედრა ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან [R]
თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის [R]
მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება [R]
'მეძროხეობის სანაშენე ცენტრის  ჩამოყალიბება' ებრაული კომპანიის ხელშეწყობით განხორციელდება [R]
კახეთში ალოობა დაიწყო [R]