FM97.5 / LIVE

რა პრობლემები აქვთ ფერმერებს ‘მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის’ ფარგლებში

მთავარიეკონომიკა 27.03.2015
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მიმდინარეობისას შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.

რა პრობლემები აქვთ ფერმერებს ‘მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის’ ფარგლებში

სამცხე–ჯავახეთში „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მიმდინარეობას შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე, მისი მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა 2015 საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე გაეცნენ. მათ ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორისგან და მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან მიიღეს.

შეხვედრა დღეს, 26 მარტს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, სადაც პროექტის მიმდინარეობის პროცესში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს.

„ჩვენს მეზობლად არის ორი რაიონი, რომელიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას ეწევა და სანამ ისინი მორჩებიან ხვნას, ჩვენთან გვიანდება სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ვაწყდებით უამრავ პრობლემას. ტექნიკური მხარეც პრობლემაა, მაგრამ დღეს შეგვპირდნენ, რომ ჩვენი რეალიეფის შესაბამის ტექნიკას შემოიყვანენ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

მისივე თქმით, მოსახლეობის უმეტესობა ხვნის ბარათებს უკან აბრუნებს, რადგან მიწები შემოდგომაზე დაამუშავეს: „ამ ეტაპზე ხვნის ბარათების დაახლოებით 65% უკან დაბრუნდა. იმიტომ, რომ ხვნის სამუშაოები შესრულებული იყო. შეუძლიათ შემოდგომითაც გამოიყენონ, მაგრამ იყენებენ სასუქის შესაძენად და ურჩევნიათ მოსავალს მოახმარონ“.

შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე განმარტავს, რომ საგაზაფხულო სამუშაოები ცოცხალი პროცესია და ამ პროცესში შესაძლოა ტექნიკას გარკვეული პრობლემები შეექმნას. თუმცა, მექანიზაციის სერვის–ცენტრები სწორედ იმიტომ მუშაობენ, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს: „წელს ვვარაუდობთ, რომ ის პრობლემები, რომლებიც შარშან და შარშანწინ იყო აღარ იქნება. გვინდა მოსახლეობა მზად იყოს როცა ჩვენი ტექნიკა შედის, რომ ამ პროცესმა რაიმე შეფერხება არ გამოიწვიოს. ასევე, ნუ დააბრუნებენ ბარათებს, რადგან აღნიშნული პროგრამა საშემოდგომო პერიოდშიც გაგრძელდება“.

ზვიად ჩხაიძის თქმით, ტექნიკა, არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში იმ რაოდენობის არ არის, რა რაოდენობისაც მიზანშეწონილია, რომ იყოს. თუმცა, მექანიზატორის დირქტორი მუნიციპალიტეტების პირველ პირებს დაპირდა, რომ საშემოდგომო სამუშაოების დროს პრობლემა არ შეიქმნება და ტექნიკას სხვა რეგიონებიდანაც შემოიყვანენ.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში 37 ათასი ბენეფიციარია. ამ დროისთვის 778 ჰექტარი მიწაა დახნული. შპს „მექანიზატორში“ ვარაუდობენ, რომ წელს სულ 1746 ჰექტარი მოიხვნება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის დეტალებზე იმსჯელებენ
სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
ხვნის ბარათების გამოყენების ვადა გახანგრძლივდა
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში 1.100 ხვნის ბარათი უკან დააბრუნეს