FM97.5 / LIVE

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 21.03.2019
თუ გასულ წლებში სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს ნაკვეთების სახნავ–სათესად 50 ტრაქტორი არ ჰყოფნიდათ, წელს გაზაფხულზე, მექანიზაციის ცენტრში ამბობენ, რომ 30–იც საკმარისია. ადგილობრივები წელს ნაკლებ ფართობს ამუშავებენ და ძირითადად ამისთვის კერძო ტექნიკის ქირაობა ურჩევნიათ.

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

სოფელ სხვილისში მცხოვრებმა მკრტიჩ პოზოიანმა წელს მხოლოდ 12 მეასედი მიწის ნაკვეთის მოხვნა შეძლო და ახლა კარტოფილს თესავს. ამბობს, რომ გასულ წლებში ჰექტრამდე ფართობს ამუშავებდა და კარტოფილთან ერთად ხორბალი, ქერი და სხვა კულტურებიც მოჰყავდა: „ტრაქტორის ქირაობას ფული უნდა, მერე იმის საწვავსაც, აზოტიც ძვირი ღირს ძალიან. ისეთი ფასები აქვს ყველაფერს, რომ ვერ მივდივარ და ვეუბნები ვინმეს, მომიხანი ყანა–თქო. ამიტომ ხელის ტრაქტორი მყავს და იმითი ვთესავ ახლა".

ე.წ. ხელის ტრაქტორით თესავს კარტოფილს, მის მეზობლად მცხოვრები ლეილა არუთუნიანიც. მანაც წელს ჰექტრამდე ფართობიდან ჯერ მხოლოდ 30 მეასედი დაამუშავა. მანამდე კი მიწა თანასოფლელისგან ნაქირავები კერძო ტრაქტორით მოხნა: „მექანიზაციის ტრაქტორები წელს სოფელში არ მინახავს, ადგილობრივებს ჰყავთ სხვილისში და იმას ვიყენებთ, ფასები კი მაღალია, მაგრამ ასე გვირჩევნია ახალციხიდან ტეაქნიკის ამოყვანას“.

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

სხვილისში ერთი მეასედის მოხვნა ადგილობრივებს ორიდან სამ ლარამდე უჯდებათ. „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიაში“ ტარიფით კი ერთი მეასედის მოხვნა 1.50 ლარია, ხოლო თესვა 1.40 ლარი. ეს თანხა გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით ნაკლებია.

„იქ კი შედარებით იაფია ტარიფი, მაგრამ თუ ახალციხიდან სოფელში ამოვიყვანთ ტექნიკას, მაშინ მომსახურების ღირებულება გაგვეზრდება და ამიტომ სოფელში ქირაობა გვირჩევნია“, – ამბობენ სხვილისში ადგილობრივები.

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიამ, რეგიონში ტრაქტორების რაოდენობა 51–დან 32–მდე შეამცირა. კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკა ოთხ მუნიციპალიტეტზეა გადანაწილებული: ადიგენში – 12, ახალციხეში – ცხრა, ახალქალაქში – ცხრა და ნინოწმინდაში ორი ტრაქტორია.

რაც შეეხება ბორჯომსა და ასპინძას „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების“ კომპანიაში ამბობენ, რომ „საჭიროების შემთხვევაში, ამ მუნიციპალიტეტრებში, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან გადაიყვანენ ტექნიკას“.

შეკითხვაზე, რატომ შეამცირეს რეგიონში ტექნიკა 19 ერთეულით, კომპანიაში გვიპასუხეს: „ტექნიკას საჭიროების მიხედვით ვანაწილებთ. ახლა 32 ტრაქტორი ხვნა–თესვისათვის საკმარისია, თუ დამატება გახდება აუცილებელი კიდევ დავამატებთ“.

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

„ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ტრაქტორებზე მოთხოვნა, ფერმერებში კერძო ტექნიკის სიმრავლემ შეამცირა: „გარდა ამისა, მოძველდა სახელმწიფო ტექნიკაც. ჯერ ახალიც რომ შემოიყვანეს, ბევრი ისე იდგა, რომ არ იყენებდნენ, ახლა მოძველდა და ჩამოწერეს“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის აქტიური ხვნა–თესვის პროცესი ადიგენსა და ბორჯომში დაბლობებზე მიმდინარეობს, ასევე საგაზაფხულო სამუსაოები უკვე დაწყებულია ასპინძასა და ახალციხეში, რაც შეეხება ჯავახეთს აქ ჯერ თოვლია და სამუშაოები სავარაუდოდ აპრილიდან დაიწყება.

მათივე თქმით, რეგიონში საერთო ჯამში 95 000 ჰექტარი სახნავ–სათესი მიწაა, საიდანაც ყოველ წელს, საშუალოდ, 46 000 ჰექტარი მუშავდება. ამ რაოდენობის დაახლოებით 30% შემოდგომით იხვნება, დანარჩენი კი გაზაფხულზე.

„ჯერ სამცხე–ჯავახეთში 350 ჰექტრამდეა მოხნული“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე მამაუკა თამარაძე და ამატებს, რომ სამცხე–ჯავახეთის მიწების უმეტესობა საძოვრებად არის გადაქცეული და სახნავ–სათესად ნახევარს იყენებენ.

საგაზაფხულო სამუსაოები სამცხე–ჯავახეთში თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყება და მაისის ბოლომდე გრძელდება.

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხ ფერმერებს ხვნა–თესვისთვის ტრაქტორები არ ჰყოფნით
საშემოდგომო ხვნა დაიწყო
ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]
სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს
‘გასულ წელთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთში 1 721 ჰექტარით მეტი დაითესა’ - სამმართველო
სასუქის დეფიციტი და გაძვირებული სათესლე მასალა - სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო