FM97.5 / LIVE

კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს

მთავარიეკონომიკა 06.02.2013
კარტოფილის რეალიზაცია ახალქალაქში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ბარიერად იქცა. ამ დაბრკოლების გადასალახად ექსპერტები სხვადასხვა წინადადებებს აყენებენ: თვითღირებულების შემცირება, ფასების დარეგულირება სასოფლო–სამეურნეო მომსახურებაზე, გადამამუშავებელი წარმოება, ასევე ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანა

კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს
წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილი 11,328 ჰექტარზე დაირგო და მოსავალმა 163,260 ტონა შეადგინა. კარტოფილის რეალიზაციის მონაცემი, ექსპერტების აზრით, 40%–დან 60%–მდე მერყეობს.

თუმცა ყველა ექსპერტი იზიარებს მოსაზრებას, რომ ბოლო წლებში კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების ბარიერად იქცა და მათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა წინადადებები აქვთ.
ფერმერი ველიჰან ქერობიანი მიიჩნევს, რომ საჭიროა კარტოფილის თვითღირებულების შემცირება. თუმცა მისი თქმით, თავად ამის გაკეთებას ვერ ახერხებს.

”ყოველ წელს მიწის ერთსა და იმ ნაკვეთზე ვრგავთ კარტოფილს. მიწას კი დასვენება ჭირდება, დაღლილია. თესლბრუნვას არ ვიცავთ. გარდა ამისა, რაიონში უნდა იყოს შემსყიდველი პუნქტები, რომ თავის კარტოფილს ყველა იქ აბარებდეს და დიდ ქალაქებში ამ პუნქტიდან გაჰქონდეთ“, – ამბობს ველიჰან ქერობიანი.

კარტოფილის თვითღირებულების შემცირება – ეს ნიშნავს ახალ ტექნოლოგიებს, ახალ სათესლე მასალას და თანამედროვე ქიმიკატებსა და ტექნიკას. ახალქალაქი ახალი სასოფლო–სამეურნეო–ტექნიკის საკმარისი რაოდენობით არ არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ფერმერთა თქმით, ტექნიკის მომსახურება ძალიან ძვირი ღირს. ტექნიკის პატრონები კი ამბობენ, რომ სათადარიგო ნაწილების შეძენა და ტექმომსახურებაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ამიტომაც იძულებულნი არიან ხალხს მაღალ ფასად მოემსახურონ.

სოფლის მეურნეობის ექსპერტი მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ მაღალი მოთხოვნით გამოწვეული გაძვირება ხელოვნურია და ამას სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს.

„აქ უნდა მუშაობდეს საგადასახადო, რომ ფასები ყველა დონეზე რეგულირდებოდეს, რათა სათადარიგო ნაწილების გამყიდველებმა და ტრაქტორების მომსახურე ორგანიზაციებმა ან კერძო პირებმა თავიანთი მომსახურების ფასები არ აწიონ. საჭიროა კომპლექსური მიდგომა ყველა სტადიაზე“, – ამბობს იგი.

სასოფლო–სამეურნეო სერვის ცენტრის დირექტორი რამაზ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება ადგილზე კარტოფილის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნით შეიძლება.

„შეიძლება სახამებლის, ჩიფსების პატარა საწარმოების შექმნა, რადგან სახამებლისთვის პატარა და გაფუჭებული კარტოფილიც გამოსადეგია. ფერმერებისთვის ეს რეალური დახმარება იქნება. საჭიროა ადგილობრივი ხელმძღვანელობა წინადადებით გამოვიდეს, რათა სახელმწიფო ასეთი საწარმოების მშენებლობაში დაგვეხმაროს. ჩვენ და თავად ფერმერებსაც ამის შესაძლებლობა დამოუკიდებლად არ გვაქვს“, – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

ასეთი პატარა ქარხნები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს, თუმცა, რამაზ გოგოლაძის თქმით, მსგავსი საწარმოების შექმნის შემთხვევაში უკვე გადამუშავებული პროდუქტის რეალიზაციისთვის სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო.
„საჭიროა შემდგომში პროდუქციის რეალიზებაში დახმარების გაწევაც, საწინააღმდეგო შემთხვევაში კვლავ იგივე, ამჯერად აღნიშნული პროდუქტის რეალიზების პრობლემის წინაშე დავდგებით“, – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ პატარა საწარმოები ეფექტური იქნება, მხოლოდ არა თვითდინებაზე მიშვებულ მდგომარეობაში. მისი აზრით, საჭიროა მარკეტინგული სამუშაოების ჩატარება, იმ პროდუქციაზე ბაზრის მოთხოვნის შესწავლა, რომელსაც აღნიშნული საწარმოები დაამზადებენ.
„საჭიროა კვლევების ჩატარება, სარეკლამო კომპანიების ამუშავება და ალბათ უნდა იყოს სახელმწიფო ნება და შესაბამისი მოქმედება, რათა გასაღების ბაზრის მონახვაში დახმარება გაგვიწიონ“, – ამბობს იგი.

სოფლის მეურნეობის ექსპერტი ფერმერებს ალტერნატიული კულტურების მოყვანასაც სთავაზობს.

„მაგალითად, არ არის საჭირო, რომ ფერმერს მარტო კარტოფილი მოყავდეს, მას ალტერნატიული კულტურაც უნდა ქონდეს. მიწები უნდა გაიყოს და სულ მცირე, ორი კულტურა უნდა ირგვებოდეს. მაგალითად, კარტოფილი/სტაფილო ან ჭარხალი/კარტოფილი. თუ კარტოფილი არ გაიყიდება, მეორე კულტურა გასაღდება. ეს მომგებიანი და ეკონომიურია“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ გაფუჭდა კარტოფილის მოსავალი
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
პრობლემური მიწათმოქმედება
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა
რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი
ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს