FM97.5 / LIVE

COVID 19–ით ინფიცირებული 2 ორსულის და 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 05.04.2020
თსსუ–ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დანარჩენი პაციენტების კი სტაბილური.

COVID 19–ით ინფიცირებული 2 ორსულის და 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტების ნაწილი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენში, ნაწილი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

„კოვიდინფიცირებული 41 პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ხუთია, აპატარზე სამი. ამ ეტაპზე ერთი პაციენტი გვრჩება უკიდურესად მძიმე თერმო დინამიკით და პოლიორგანული უკმარისობით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, მაგრამ ნარჩუნდება ვიტალური ფუნქციები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსული და ერთი 13 წლის ბავშვი მკურნალობს.

„ორსული რომელიც არის 23 კვირის, მისი დმგომარეობა სტაბილურია, ასევე სტაბილურია მისი ნაყოფის მდგომარეობაც. ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება 19 წლის გოგოს, რომელიც არის 8 კვირის ორსული, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება სტაბილურად. ასევე ჩვენს კლინიკაში არის ერთი 13 წლის ბავშვი, მასთან გამოხატულია მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების კლინიკური სურათი, ამ ეტაპამდე დამძიმების კლინიკური ნიშნები არ ვლიდება. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, ჩატარებული მკურნალობის შედეგად აღნიშნულ პაციენტებთან ამ ეტაპამდე, რომლებიც წვანან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მათი დგომაროება ფასდება სტაბილურად“, – განმარტა რატიანმა.

ხუთი აპრილის 12:40 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 36, გარდაცვლილია ორი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
‘ახალშობილებისა და ორსულების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი’ - ლევან რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55–დან 33 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს
‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი
საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული ორსული შეიყვანეს
‘covid 19–ი მკვლელი არ არის’ - ლევან რატიანი