FM97.5 / LIVE

‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 12.04.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი: ორსული, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი

„ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტი წევს. მინდა გითხრათ, რომ პირველი ქალბატონი, რომელიც არის 24 კვირის ორსული, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში ის გაეწერება კლინიკიდან. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობაც და ამ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს.

რაც შეეხება დანარჩენებს, ყველასთვის საინტერესოა 80 წლის ქალბატონის შემთხვევა. ის ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ შემოვიდა, კრიტიკულ მდგომარეობაში. იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის, გულისა და თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. პროტოკოლის მიხედვით ორჯერადად ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა უარყოფითი პასუხი.

დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ, ორშაბათისათვის გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

თქვენ იცით, რომ ხუთი ანალიზი გვქონდა გაგზავნილი, აქედან ორი იყო პირველადი, იქაც მიღებნული გვაქვს უარყოფითი პასუხები. დღეს განმეორებით ჩატარდება ტესტირებები და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთვევაშიც, მეორეჯერაც უარყოფით პასუხებს მივიღებთ და პაციენტები გაეწერებიან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55–დან 33 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს
‘თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას’ - რატიანი
საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული ორსული შეიყვანეს
‘62 წლის მარნეულელი ქალი სავარაუდოდ დღეს გაეწერება’ - რატიანი
‘ეს ვირუსი ყველამ უნდა მოიხადოს’ - ლევან რატიანი