FM97.5 / LIVE

‘covid 19–ი მკვლელი არ არის’ - ლევან რატიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 31.03.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, დაწესებულებაში მოთავსებული ყველაზე მძიმე პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდა და უახლოეს დღეებში შესაძლოა მათ კლინიკა დატოვონ.

‘covid 19–ი მკვლელი არ არის’ - ლევან რატიანი

ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ორი ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ აპარატიდან მოხსნიან.

„ერთი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული სინდრომით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე, ომში მეტ-ნაკლებად გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შესაძლებელია აპარატიდან მოიხსნას. მეორე პაციენტი, 80 წლის ქალი, რომელსაც აქვს გულის უკმარისობა, ასაკი, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით, დადებითია მიღწეულია. ამ ეტაპამდე, ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური პარამეტრი უკეთესია. იმედია ასე გაგერძელდება და ისიც მოიხსნება აპარატიდან“.

მდგომარეობა გაუმჯობესებულია ამავე კლინიკაში მყოფი ორსულის შემთხვევაშიც, ნაყოფიც შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას: „ბოლო 24 საათი ცხელება არ ჰქონია, ზედა სასუნთქი გზებისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ვლინდება. ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი. ნაყოფი შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც დატოვებს კლინიკას გამოჯანმრთელებული“.

მისივე განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ არცერთ ახალშობილს კოვიდ ინფექცია არ უდასტურდება და მათი მდგომარეობა მეტ-ნკლებად სტაბილურია.

კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულ პაციენტებს ცხელება არ უფიქსირდებათ, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლუგარის ლაბორატორიიდან არცერთი დადებითი ტესტი არ მოსულა.

რატიანი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სწორად მკურნალობის შემთხვევაში ინფექცია მკვლელი არ არის - „კოვიდი არ არის მკვლელი - ეს ამ ქალბატონის მაგალითიდანაც ჩანს, იგი იყო უმძიმესი, მწვავე რესპირატორიული სინდრომით. ორბიტული სიმსუქნით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჭარბი წონით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული. არანაირი გართულება არ ვლინდება“.

საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამ ეტაპზე, 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 17 ინფიცირებულია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
ლევან რატიანი – სამი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია
‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი
COVID 19–ით ინფიცირებული 2 ორსულის და 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
'უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას'– ლევან რატიანი