FM97.5 / LIVE

‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.04.2020
სოფელ აბასთუმანში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 70 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადგილობრივები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო გარეთ გასვლის ეშინიათ, მათ დასახმარებლად ამ დრომდე არც თვითმმართველობის წარმომადგენლები და არც მოხალისეები მისულან. ამბობენ, რომ საკვები და მედიკამენტები ელევათ. ქალაქში წასვლას კი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ ვეღარ ახერხებენ.

‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

54 წლის მარინა აივაზიანი სოფელ აბასთუმნის მკვიდრია. იგი ოჯახში მეუღლესთან და 15 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ინსულტი აქვს გადატანილი და კორონავირუსის გამო, გარეთ გასვლის ეშინია. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

მარინა აბობს, რომ საკვები ელევა, სახლში არც ფქვილი და არც კარტოფილი აქვს. მას შემდეგ რაც ტრანსპორტი აიკრძალა, ქალაქში ვეღარ მიდის, სოფლის პატარა მაღაზიაში კი პროდუქტი ძვირად იყიდება.

„ტელევიზორში სულ ამბობენ რომ სოციალურად დაუცველებს მთავრობა ეხმარება და პროდუქტს ურიგებსო, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა. ავადმყოფები ვართ და გარეთ გასვლის გვეშინია, რომ სახლში ვირუსი არ მოვიტანოთ. სამი სული ვართ და კარტოფილიც აღარ გვაქვს, მეზობლის ქალმა მომცა ერთი ცელოფნით კარტოფილი. ვერც ბაზარში და ვერც მაღაზიაში მივდივარ. ტრანსპორტიც არაა და ტაქსის ფული კი არ მაქვს“, - ამბობს მარინა აივაზიანი.

„ჩემი მეუღლე 74 წლისაა, მე 68-ის, ორივეს ქრონიკული დაავადებები გვაქვს, არავინ მოსულა დასახმარებლად, არადა ტელევიზორში რამდენ რამეს აცხადებენ ხოლმე. ჩვენი პატრონი არავინ არაა, წამალი რომ გვინდოდა ახალციხეში მივდიოდით ხოლმე ავტობუსით, ახლა ვეღარ დავდივარ, სად უნდა წავიდე“, - ამბობს თამარ ხიხალაშვილი.

ამავე სოფელში მცხოვრები მარინა დემეტრაძეც სოციალურად დაუცველია, იგი სახლში 36 წლის, პირველი ჯგუფის ინვალიდ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათთან არავინ მისულა.

„მე არავისთვის არაფერი არ მომითხოვია, მაგრამ ვუყურებ ტელევიზორს და ყველა რეიგონში არიგებენ. პირბადე მაინც მოგვიტანონ გარეთ, რომ გავალ რამე არ შემოვუტანო ოჯახის წევრებს. მეუბნებიან გარეთ არ გახვიდეთო, აბა რა ვაჭამო ამ ჩემს ოჯახს? სად რა უნდა ვიყიდო, მანქანა მე არ მყავს. რომ დამჭირდეს ვინ წამიყვანს“, - ამბობს დემეტრაძე.

სოფელში მერის წარმომადგენელი, ზურა აბრამაძე აბობს, რომ სასურსათე პაკეტებს არიგებენ და უახლოეს მომავალში ყველას მიუტანენ.

„სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს, ზაქარია ენდელაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტში 17 000 პირი ცხოვრობს და ყველასთან სათითაოდ მისვლას ვერ შეძლებენ, ამიტომ ადგილობირვები თავად უნდა დაუკავშირდნენ, ცხელი ხაზის მეშვეობით.

„სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან ჩვენი არა?! გაიგონ ჩვენი ნომრები და დავეხმარებით. თქვენი ნომერი თუ ნახეს რატო ვერ ნახეს ჩვენი ნომერი? აუცილებლად დავეხმარებით და თან დიდი ასოებით მივუტანთ ჩვენ შეთავაზებას და დიდი ციფრებით კიდე ტელეფონის ნომერს მივაწვდით. ჩვენ მუნიციპალიტეტში 17 000 მოქალაქე გვყავს, ბუნებრივია ყველასთან ვერ მივალთ. გვქონდა ერთი პრეცენდენტი, მოხიდან გადავიყვანეთ პირი წამლები შეიძინა და ისევ გადმოვიყვანე უკან. მოხალისეები გვყავს და ვემსახურებით. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ცხელი ხაზი და საინფორმაციო გვერდებზე დევს, აბსოლუტურად ყველა ინფორმაციაა, მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მივალთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - ამბობს ენდელაძე.

რაც შეეხება სასურსათე პაკეტებს, მისივე განმარტებით, ამას მათ ბიზნესმენები აწვდიან და როცა ექნებათ, მიაწვდიან ყველას.

რაც შეეხება ცხელ ხაზს, ადიგენში მცხოვრებმა პირებმა, ამ ნომერზე უნდა დარეკონ 577 715 712 [თაზო ხარატიშვილი].

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი მოქმედებს. აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა. დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში.

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს მედიკამენტების შეძენაში მოხალისეები დაეხმარებიან
მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს
70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი