FM97.5 / LIVE

ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 05.04.2019
ახალციხეში, სოფელ ბოგაში მცხოვრები გორგაძეების სახლი ნგრევის პირასაა. ამის გამო ოჯახიდან მცირეწლოვნები დროებით გაიყვანეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და თვითმმართველობას სამშენებლო მასალებით დახმარებას სთხოვს.

ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ

ვანო გორგაძე საკუთარ სახლში ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა დაზიანებული სახლის გამო, მცირეწლოვნები დროებით მეზობლის სახლში გადაიყვანეს.

„სახლის ჭერი და კედლები ისეთ მდგომარეობაშია, შემეშინდა ნანგრევებში ბავშვები არ მოყოლილიყვნენ და ჩემი ძმა თავის შვილებთან და მეუღლესთან ერთად მეზობელთან შევაფარეთ. არც მე და არც ჩემი ძმის ოჯახს სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს“, – ამბობს ვანო გორგაძე და ამატებს, რომ ამჟამად სახლში მარტო თვითონ ცხოვრობს.

გორგაძე გვიყვება, რომ ახალციხის მერიას დახმარება არა ერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ: „მერიაში საბუთებიც კი მივიტანე, მაგრამ ჯერ რეაგირება არ მოყოლია. უმუშევარი ვარ, სოციალურად დაუცველის სტატუსიც მაქვს. მსხვილფეხა საქონელი მყავს და მიწაზეც ვმუშაობ, თავს ამით ვირჩენ, მაგრამ სახლის გასამაგრებლად სამშენებლო მასალების საყიდელი ფული არ მაქვს. ეს ავუხსენი მერიაში და დამპირდნენ, მოვალთ, დავათვალიერებთ სახლს და მდგომარეობას შევისწავლითო, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა“.

გორგაძე მერიას, ორი პატარა ოთახის ასაშენებლად, სამშენებლო მასალით დახმარებას სთხოვს: „ასაშენებლად მასალა მომცენ და ჩემი ხელით დავდგამ პატარა ოთახს ეზოში“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ გორგაძეს მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს: „მისი განცხადება არ შემოსულა“, – გვითხრეს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურში.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მსგავს შემთხვევაში მოქალაქეს მერია სამშენებლო მასალებით დაეხმაროს, მერიაში გვპასუხობენ: „ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია, ჯერ ამ მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, გავიდეს ჯგუფი, შეისწავლოს ვითარება და მერე ვიმსჯელოთ“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
ცხოვრება ავარიულ სახლში
ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
თოჯინების თეატრი დაზიანებული ჭერის შესაკეთებლად დახმარებას მერიას სთხოვს
‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]