FM97.5 / LIVE

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს მედიკამენტების შეძენაში მოხალისეები დაეხმარებიან

მთავარისიახლე, კორონავირუსი 09.04.2020
სამცხე–ჯავახეთში, სოფლად მცხოვრებ 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეძენას, მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქემ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს.

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს მედიკამენტების შეძენაში მოხალისეები დაეხმარებიან

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

სამცხე–ჯავახეთის თითქმის არცერთ სოფელს არ აქვს აფთიაქი. „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, როგორ შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს მარტოხელა მოხუცები.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარტის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა მთავრობის მიერ შექმილ ცხელ ხაზზე, 114–ზე უნდა დარეკონ. შემდეგ მათთან მოხალისეები მივლენ და მედიკამენტების შესაძენად აფთიაქში გაეგზავნებიან.

„ყველაგან მითითებული გავაქვს საკონტაქტო ნომრები, როგორც მუნიციპალიტეტების, ასვე გუბერნიის. არის ცხელი ხაზი – 144, რომლის შესახებაც თითქმის ყველამ იცის, იქ რეკავენ მოქალაქეები და შემდეგ ჩვენთან ამისამართებენ. ჩვენ გვყავს მოხალისეთა ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ 70 წელს ზემოთ პირებს, უყიდონ მედიკამენტები და მიუტანონ“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარტის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე.

მისივე თქმით, ხანდაზმულებს სოფლებში მერის წარმომადგენლებიც ეხმარებიან.

„გარდა მოხალისეებისა, მუნიცპალიტეტის თითქმის ყველა თანამშრომელი და სამხარეო ადმინისტრაცია ჩართულია. მახსენდება ერთი შემთხვევა ადიგენიდან, 70 წელს ზემოთ გადაცილებული ცოლ–ქმარი დაგვიკავშირდა, გადავეცით მერს და მოხალისეები დაეხმარენენ მედიკამენტების შეძენაში“, – გვითხა მიქელაძემ.

ცხელი ხაზის ნომრები მუნიციპალიტეტების მიხედვით:

რეგიონი - 591 918 928
ადიგენი - 577 715 712
ასპინძა - 595 098 899
ახალციხე - 591 44 97 43
ახალქალაქი - 577 122 770
ბორჯომი - 557 337 333
ნინოწმინდა - 595 300 501

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ
COVID 19 – სამცხე–ჯავახეთში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა
70 წელს ზემოთ მოქალაქეებს ურჩევენ, რომ თავშეყრის ადგილებს მოერიდნონ
‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი
‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას
საქართველოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რიცხვი 110–მდე გაიზარდა
'4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე