FM97.5 / LIVE

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ–ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 01.04.2020
პირველი საუნივერსტიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 47 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და მძიმე მდგომარეობაში იყო, დღეს ბინაზე გაეწერება.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ–ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

როგორც, ლევან რატიანი ამბობს აღნიშნული პაციენტის მდგიმარეობა იყო მძიმე და ლეტალურ შედეგს ელოდნენ. მისი გამოჯანმრთელება კი ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად ჩაითვალა.

„ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა ჩვენს კლინიკაში ეს იყო ქალბატონი თავისი ანალიზიდან გამომდინარე, დამძიმებული ანამნეზით. მას შემოსვლისთანავე დაუდასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან უცნობია ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის, ამიტომ ყველანაირი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო–ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული. გამომდინარე აქედან მინდა ყველას ვუთხრა, ეს ქალბატონი ეწერება ბინაზე. ანუ ეს მინდა ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად ჩავთვალო. ის კოვიდივირუსის გარეშე მე–14–ე დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა,“ – განაცხადა რატიანმა.

როგორც, რატიანი ამბობს მსგავსი ტიპის ანამნეზით, პაციენტის ლეტალობის მაჩვენებელი 97%–ია.

„გუშინ ყველა ძალიან ბედნიერი ვიყავით. არსებობს რაღაც შკალები და ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97%–ში უნდა დასრულებულიყო ლეტალობით, მაგრამ საბედნიეროდ ეს პაციენტი გადარჩა და გაეწერა სადაც სახლში ორი კვირა იქნება თვითიზოლაციაში,“ – ამბობს რატიანი.

რატიანის განმარტებით, მათი კლინიკის თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, მუშაობიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, მედპერსონალს COVID 19-ზე ჩაუტარდა ანლიზი და ყველა ჩატარებულ ანალიზზე უარყოფითი მიიღეს.

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა . ინფიცირების პირველი შემთხვევიდან ერთი თვე გავიდა ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცალების ფაქტი არ ფიქსირდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი
‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი
კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
მარნეულში მცხოვრები COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
‘covid 19–ი მკვლელი არ არის’ - ლევან რატიანი