FM97.5 / LIVE

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
ექიმების განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა რთულია, მათ ორმხრივი პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვთ, რაც გამოჯანმრთელების პროცესს ართულებს.

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ჯამში 54 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან რვა გამოჯანმრთელდა, დანარჩენები კი საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობენ.

ამ ეტაპზე ინიფიცირებული 46 პაციენტიდან 30 თბილისის ინფექციურ საავდმყოფოშია. კლინიკის სამედიცინო დირექტოის, მარინა ეზუგბაის განცხადებით, ოთხს ორმხრივი პნევმონია აქვს.

„გუშინ 32 პაციენტი გვყავდა, აქედან ორმა უკვე დატოვა კლინიკა გამოჯანმრთელდა. ახლა უკვე გვყავს 30 პაციენტი, ოთხის მდგომარეობა პროგრესულად სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურობა გამოწვეულია ამ ოთხი პაციენტის ასაკობრივი ზღვარის გამო. ერთ–ერთ მათგანთან განსაკუთრებით მაღალასაკობრივი ზღვარია. თითოეულ პაციენტთან არის თანარსებული მძიმე დაავადებები. ერთს აღენიშნება ნერვოლოგიური დაავადებები, მეორესთან მძიმე ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერობით არსებულ მკურნალობას გარკვეულწილად ექვემედებარებიან. მზარდი პროგრესირება არ შეიმჩნევა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მკურნალობის მიუხედავად დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს. და პროგნოზი შესაძლებელია არ იყოს კარგი,“ – განაცხადა მარინა ეზუგმაბიამ.

თსსუ–ს კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

„ჩვენს კლინიკაში სულ 56 პაციენტია, მათ შორის, ამ ეტაპისთვის მოთავსებულია ექვსი კოვიდინფიცირებული. ხუთი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპაზე მძიმეა. ვინაიდან, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მიხედვით ყველა მათგანთან დასტურდება მწვავე პნევმონია, დაბურული ფილტვის სინდრომით, თუმცა ამ ეტაპამდე მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმედ, საყურადღებოდ, მაგრამ მართვადია. რამდენიმე ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დამძიმებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემებით, მაღალი გართულება კლინიკური გამოვლინებების, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, არის არტერიული ჰიპერტენზია და გულის მწვავე უკმარისობა,“ – განმარტა ლევან რატიანმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში  4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’
'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა