FM97.5 / LIVE

მარნეულში მცხოვრები COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 14.04.2020
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი ორმა პაციენტმა დაამარცხა. მათგან ერთი, 62 წლის ქალი, მარნეულიდან, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკას დატოვებს. ამის შესახებ, კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა მედიასთან ისაუბრა.

მარნეულში მცხოვრები COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

„პირველი კრიტიკული პაციენტის, 62 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას იყო ტერმინალური, ეს ქალი რამდენიმე საათში გაეწერა კლინიკიდან. აქვე გვყავს კიდევ ერთი გამოჯანმთლებეული 65 წლის ქალი. რეანიმაციაში გვყავს ხუთი პაციენტი, აქედან მძიმე იყო 42 წლის ახალგარზდა, რომელსაც ჰქონდა კოვიდ ინფექცია ქრონიკული პათოლოგიების გარეშე, მწვავე ფილტვის დაზიანების სურათი. ბოლო 48 საათის განმავლობაში, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ის გადადის თერაპიულ განყოფილებაში“, - აცხადებს რატიანი.

მისივე თქმით, კლინიკაში ოთხი პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა: „მე გუშინ ვაცხადებდი, რომ ერთის მდგომარება იყო ტერმინალური, ამ ეტაპზე კი მის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტი, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებიან, მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილური“.

რატიანი ამბობს, რომ დასტაბილურდა ცხრა კვირის ორსულისა და მისი ნაყოფის ასევე სამი მოზარდის მდგომარეობა.

„მედ-პერსონალი, რომლებიც გადმოყვანილი არიან სხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 85 პაციენტი, აქედან ინფიცირებულია 67-ია“, - ამბობს ლევან რატიანი.

მარნეულში 62 წლის ქალს, კორონავირუსი 22 მარტს დაუდგინდა. იმის გამო, რომ ვერ დადგინდა მისი ინფიცირების წყარო, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა, მთავრობის მეთაურმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 296 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი
‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი
‘ახალშობილებისა და ორსულების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი’ - ლევან რატიანი
'უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას'– ლევან რატიანი
დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ – ლევან რატიანი
‘ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების ტენდენცია გვაქვს’ - რატიანი