FM97.5 / LIVE

'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 09.04.2020
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი მცირეწლოვანი მკურნალობს, ინფექციონისტის, ნინო ალხაზიშვილის განმარტებით მათი მდგომარეობა საყურადღებოა.

'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალი, ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში COVID 19–ით სულ 13 პაციენტია მოთავსებული აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ხუთ პაციენტს პნევმონია აქვს.

„ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან ხუთთან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ ერთი განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. კლინიკაში ასევე მოთავსებულია ხუთი მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა,“ - განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა.

საქართველოში 9 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 722 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 408. ინფექციას ქვეყანაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამივე მათგანი 70 წელს გადაცილებულია.

კორონავირუსით ინიფიცირებული პაციენტებიდან დღეის მდგომარეობით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 მკურნალობს, აქედან შვიდის მდგომარეობა მძიმეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 12 არასრულწლოვანი მკურნალობს
COVID-19: ბოჭორიშვილის კლინიკაში 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა
ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა