FM97.5 / LIVE

აკაკი ზოიძე – მარნეულში ინფიცირებულ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების რაოდენობა 1 700-მდეა. მისი თქმით, შეიძლება არსებობდეს 540 ინფიცირებული, 10 ჯერ მეტი შემთხვევა, რომელებსაც სიმპტომები გამოვლენილი არ აქვთ.

აკაკი ზოიძე – მარნეულში ინფიცირებულ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

აღნიშნული შესახებ აკაკი ზოიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით არის 1700-მდე უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუ არ იქნება სხვა ზომებიც მიღებული.

"ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება არსებობდეს 540 ინფიცირებული, 10 ჯერ მეტი შემთხვევა, რომელებსაც სიმპტომები გამოვლენილი არ აქვთ. ნაწილი მათგანი იზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინშია. სიმპტომები გამოვლენილი ჯერ არ აქვს. 540 ადამიანის დაჭერა სწრაფი ტესტირების სამ მილიონ ექვსასი ათას ადამიანში არის ნონსენსი”, – განაცხადა კაკი ზოიძემ.

მარნეულში 62 წლის ქალს, კორონავირუსი გუშინ, 22 მარტს დაუდგინდა. ინფიცირებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფცირების გამოვლენამდე პაციენტი მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ინფიცირების წყარო გამოვლენილი არ არის, რის გამოც, ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, პრევენციის მიზნით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

მუნიციპალიტეტებში შესვლას და გამოსვლას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს. მარნეულში მოეწყო საველე ჰოსპიტალიც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას გულისხობს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – გახარიას განმარტება
მარნეულში მცხოვრები COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი
მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო
პრემიერი: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალტეტები გადადიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე
ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვია
გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 9–მდე გაიზარდა