FM97.5 / LIVE

კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.03.2020
ორსული ქალი რომელსაც, დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, იმ 62 წლის პაციენტის ნათესავია, რომელსაც მარნეულში პირველად დაუდასტურდა COVID 19. ინფიცირებული ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი

დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ორსული ქალის კონტაქტების მოკვლევა.

„დღეს ჩვენ გვაყავს 79 პაციენტი, ერთი პაციენტი არის საყურადღებო, რომელიც არის ორსული, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ სწორედ დღეს მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ. შესაბამისად ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს კოვიდის ინფექცია, ის გადმოყვანილია ახლა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები ზრუნავენ მასზე,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში 26 მარტის 17:10 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული. 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4346 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 247. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სწრაფ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
თსსუ–ს პირველს საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილის პასუხს ელოდებიან
'4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება' – მარინა ეზუგბაია
ლუგარის ლაბორატორიიდან 9 დღის ახალშობილის პასუხს ელოდებიან - COVID-19
ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია
407 672 ინიფირებული მსოფლიოში – 24 მარტის სტატისტიკა