FM97.5 / LIVE

ინფექციურ საავადმყოფოში ერთ-ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.03.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთ–ერთ მძიმე პაციენტთან, რომელსაც პნევმონია აღენიშნება, სიტუაცია დასტაბილურდა და შეიძლება ჩაითვალოს, რომ გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

ინფექციურ საავადმყოფოში ერთ-ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

მარინა ეზუგბაიას თქმით, სტაბილურია ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობაც: „სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ მისი მდგომაროების გაუმჯობესებას ჯერ-ჯერობით არ მოველოდებით. ეს არის პრობლემური ქალბატონი ასაკისა და თანდაყოფილილი დაავადების გამო და გარკვეულ პერიოდში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, მაგრამ ყველაფერი ნორმალურად მიდის და გაუარესების დინამიკა არ გვაქვს“.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტს, ორი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, დანარჩენები კი სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, დანარჩენი პაციენტები სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული. მათგან ერთი არის ჩვენთან მოთავსებული პაციენტებიდან ერთი-ერთი ჯგუფის კონტაქტი, ორი არის შემოტანილი შემთხვევა და მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. წუხელ გვიან გახდა ცნობილი ეს მონაცემები.

ის, ვინც ჩვენი პაციენტების კონტაქტები არიან, რა თქმა უნდა, ყველანი იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან საკარატნიო სივრცეში. ხუთიდან თუ არ ვცდები, ორი არის ახალი შემოტანილი შემთხვევა, რომელიც შემოტანილია და დადასტურებულია. ანუ საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად არის ცნობილი. როგორც ვიცი, ისინიც საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ, მაგრამ ახალი შემოტანილი შემთხვევებია. დანარჩენი, როგორც გითხარით, ჩვენი პაციენტების კონტაქტებია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 17–მდე გაიზრდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა
ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი პაციენტებიდან ხუთს პნევმონია აქვს
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია – მარინა ეზუგბაია
ეზუგბაია: 11 პაციენტის ტესტზე მიღებული შედეგები უარყოფითია