FM97.5 / LIVE

ეზუგბაია: 11 პაციენტის ტესტზე მიღებული შედეგები უარყოფითია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 17.03.2020
დღეს დილით აღებული 11 ტესტიდან ყველა მათგანი უარყოფითია. პაციენტები ინფექციურ დაწესებულებას ეტაპობრივად დატოვებენ, ზოგი საკარანტინო სივრცეში, ზოგი თვითიზოლაციაში გადავა.

ეზუგბაია: 11 პაციენტის ტესტზე მიღებული შედეგები უარყოფითია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, 17 მარტს აღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ამას გარდა დღეს კიდევ 11 პაციენტს აუღეს ნიმუში, რომელთა შედეგებიც ხვალ, 18 მარტს იქნება ცობილი.

„დღის მეორე ნახევრისთვის კვლავ 11 ტესტია აღებული და პასუხს გვიან ველოდებით. ალბათ, მათი შედეგები თქვენთვის დილისთვის იქნება ცნობილი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურია. არცერთი მათგანის მდგომარეობა არ გაუარესებულა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არ გართულებულა.

„ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა. პირველთან დადასტურებულია პნევმონია, პნევმონია მიმდინარეობს საშუალოზე მძიმე ცხელებით. კლინიკური მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გამოხატული, ის, რაც დამახასიათებელია ვირუსული პნევმონიისთვის. მეორე პაციენტთან ჯერჯერობით არ დადასტურებულა. დღეს ჩაუტარდება მას კომპიუტერული კვლევა და შეფასდება მისი საბოლოო მდგომარეობა. დანარჩენის მხრივ ცხელება გრძელდება, მაგრამ ობიექტური სტატუსი ჯერჯერობით სტაბილურია”.

ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტი წევს. მათგან 28-ს დადასტურებულად კორონავირუსი აქვს. დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შემატებია.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსის 35 შემთხვევა, რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელდა, კლინიკიდან გაეწერა და თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა წარმოადგენს - 34 -ს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია – მარინა ეზუგბაია
ინფექციურ საავადმყოფოში ერთ-ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა
ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა – მარინა ეზუგბაია
'ამ ეტაპზე არცერთ პირს ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება' -მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულებზე
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა