FM97.5 / LIVE

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2018
ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს აზრით, ვალეში, წმინდა ნინოს სალოცავთან, კათოლიკური რელიკვიების დაწვა, არ გავს კათოლიკე ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებას.

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, რომ ის რაც ვალეში მოხდა ძალიან ცუდია, თუმცა, „ეს უკვე დამთავრდა და ახლა ამაზე ბევრი საუბარი საჭირო აღარაა“.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ეს კათოლიკეების წინააღმდეგაა მიმართული: „შესაძლოა ვინმემ გაუაზრებლადაც გააკეთა. ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ. არ შემიძლია ვთქვა ვისი მოფიქრებულია ეს. მორალურად ძალიან ცუდი ფაქტია“.

დღეს, 13 მარტს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ [17:30 სთ.ზე], ეპისკოპოსმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„გუშინ ვალეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც წმ. ნინოს სახ. სამლოცველოს გვერდით კათოლიკური ლოცვის წიგნები და ხატები დაწვეს, გამოვხატავ ჩემს სიახლოვესა და გვერდითყოფნას ვალეს კათოლიკე საკრებულოსადმი და მისი წინამძღვრისადმი, მ. მიხაილ სურმავასადმი. გამოვხატავ, აგრეთვე, მთელი ეკლესიის მწუხარებასა და აღშფოთებას ისეთი ფაქტის გამო, რომელზეც თვალის დახუჭვა არანაირად არ შეიძლება და რომელიც გულდასმით უნდა გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლებსაც დაუყოვნებლივ ეცნობა მომხდარის შესახებ.

ვევედროთ უფალს, რათა ყველასათვის ძვირფასი იყოს საკუთარი და სხვისი რწმენის პატივისცემა და, რათა ყველანი ვგრძნობდეთ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, რითაც დასტურდება ამა თუ იმ ხალხის ზნეობრივი სიმაღლე.

მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა ჩვენს მიმართ მომხდარის გამო“
, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით იძიებს.

ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ვალეში მომხდარს ვანდალიზმად აფასებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ამ ქმედების მიზანი ადგილობრივების დაპირისპირებაა. საქმის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]
გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]
ევანგელური ეკლესია კათოლიკეებს რელიკვიების დაწვის გამო სოლიდარობას უცხადებს
კვირის აქცენტი: დამწვარი კათოლიკური რელიკვიების საქმე [Video]