FM97.5 / LIVE
დაზღვევა საპენსიო დანამატის სანაცვლოდ

დაზღვევა საპენსიო დანამატის სანაცვლოდ

მთავარი 19.06.2012
პირველ სექტემბრიდან სახელმწიფო 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დააზღვევს. რა დახმარებას ითვალისწინებს სამედიცინო დაზღვევა და რატომ ფიქრობენ შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომ დაზღვევა გამოუყენებელი დარჩება

დაზღვევა საპენსიო დანამატის სანაცვლოდ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) მოზარდების სამედიცინო დაზღვევა ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ექიმთან კონსულტაციებს, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს, გადაუდებელ მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში, გეგმიურ და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობასა და დიაგნოსტიკას და მედიკამენტებს.

უკვე ცნობილია, რომ შშმ პირებთან სადაზღვევო კომპანიები: “ჯი პი აი ჰოლდინგი”, “ირაო” და “არქიმედე გლობალ ჯორჯია” იმუშავებენ.

იმ ორგანიზაციებში, რომლებიც შშმ პირებთან მუშაობენ, დაზღვევას სკეპტიკურად უყურებენ.

6 წლის გიორგი 2 წლის იყო, როცა ექიმებმა აუტიზმის დიაგნოზი დაუსვევს. ბავშვს მეტყველების პრობლემა აღმოაჩნდა, თვალებში ყურება არ სიამოვნებდა და ემოციებს სხვადასხვა ჟესტებით გამოხატავდა.

გიორგი მკურნალობას თბილისში ნერვოლოგიურ ცენტრში გადიოდა. ახლა მეტყველების განვითარებისთვის ვარჯიშებს პერიოდულად თბილისის ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრში, “მწვანე სახლში” გადის. მკურნალობისთვის ოჯახს საკმაოდ სოლიდური თანხა ეხარჯება.

- “ამ ეტაპზე ბავშვს ხშირად სჭირდება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციები, რაშიც საკმაოდ ბევრ ფულს ვიხდი”, - ამბობს გიორგის დედა ელისო თათეშვილი.

გიორგის სხვა სახის მედიკამენტოზური მკურნალობაც ესაჭიროება.

- “ბავშვს ვირუსული ინფექცია, ცრუ კრუპიც აქვს. სხვა მკურნალობასთან ერთად, დიდი ხანია, ამ ინფექციასაც ვებრძვით. საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ვყიდულობ, - ამბობს გიორგის დედა და აქვე ამატებს, რომ ბავშვს პერიოდულად ანალიზები და ტომოგრაფიული გამოკვლევებიც სჭირდება: ანალიზებში გაცილებით ნაკლები ფული გვეხარჯება, ვიდრე ტომოგრაფიაში. რაც შეეხება ოპერაციას, ჩვენ ეს არ გვჭირდება. ზოგადად მსგავსი დაავადების მქონე ბავშვებს ოპერაცია ნაკლებად ესაჭიროებათ”.

შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პენსიაზე დანამატის სანაცვლოდ შეთავაზებულ დაზღვევას ვერ გამოიყენებენ.

- “არც ერთ ბავშვს, ვინც მძიმე მდგომარეობაშია, ეს დაზღვევა არ ადგება. პაკეტში არ შედის არცერთი ისეთი ანალიზი, რომელიც ამ ბავშვებს ყველაზე ხშირად ესაჭიროებათ. ასევე, არ შედის მედიკამენტები, რომლებსაც ისინი მუდმივად მოიხმარენ”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისთვის” თავმჯდომარე ნანა ლეჟავა.

ლეჟავა სადაზღვევო პაკეტის რამდენიმე ნაკლზე საუბრობს. მისი თქმით, დაზღვევაში შეტანილი ოპერაციის თანხის ანაზღაურება, რაზეც მუდმივად კეთდებოდა აქცენტი, შეიძლება ბავშვებს არასოდეს დასჭირდეთ: “ოპერაციის გარდა, ამ ბავშვებისთვის ფაქტობრივად არაფერი არ ფინანსდება, ვინაიდან ისინი არიან ქრინიკულად დაავადებული. დაზღვევაში წერია, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ უბნის ექიმის მომსახურებით, ან ბავშვს გავუკეთოთ სისხლის და შარდის ანალიზი, თუმცა ეს ანალიზები იშვიათად გვჭირდება და გაცილებით იაფია”.

დაზღვევა მედიკამენტოზურ მკურნალობას ნაწილობრივ აფინანსებს. თუმცა, ლეჟავას თქმით, მედიკამენტების ჩამონათვალში არ შედის არცერთი ის ძვირადღირებული წამალი, რაც შშმ პირებს სჭირდებათ: “ფასდაკლება გვეკუთვნის წნევის, თავის ტკივილის წამლებზე. ის ძვირადღირებული მედიკამენტები, რაშიც უამრავ თანხას ვიხდით, შეტანილი არ არის”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლის კობა ნადირაძის თქმით, გაცილებით გამოსადეგი იყო ის 10-ლარიანი დანამატი, რომელიც 2012 წლის იანვარში მოიხსნა: “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეს დაზღვევა სრულიად გამოუყენებელია. როდესაც ადამიანი 16-ლარიან წამალს ყიდულობს და ამ თანხის 10 პროცენტის ასანაზღაურებლად რამდენიმე ადგილზე გიწევს მისვლა, მათ შორის სადაზღვევო კომპანიაში განცხადების დასაწერად, უბრალოდ არ ღირს, რადგან შშმ პირები მარტო გადაადგილებისას ამაზე მეტ თანხას ხარჯავენ”.

არაასაკობრივი პენსიონერები 70-ლარიან დახმარებასთან ერთად 10-ლარიან დანამატს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იღებდნენ, ეს დანამატი მანამდე უნდა გაცემულიყო, სანამ პენსიის საყოველთაო ზრდა მოხდებოდა, თუმცა 2012 წლის დასაწყისში დანამატის სადაზღვევო პაკეტმა ჩაანაცვლა.

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 5 747 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული და ისინი ყოველთვიურად პენსიის სახით 70 ლარს იღებენ. საქართველოს მასშტაბით, 18 წლამდე ასაკის 8645 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

დაზღვევის ანაბარად მიტოვებული პაციენტები