FM97.5 / LIVE

სტუდენტური დაზღვევა

მთავარი 14.05.2012
მიმდინარე წლის სექტემბრიდან სტუდენტები სახელმწიფო დაზღვევას მიიღებენ. პირველ ეტაპზე პროგრამაში მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან

სტუდენტური დაზღვევა

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო დაზღვევის პროექტში ცვლილებები შევა და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით, 0-დან 5 წლამდე მოზარდებისა და 65 წელს ზემოთ პენსიონერების გარდა, სტუდენტებიც ისარგებლებენ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა სტუდენტს ექნება ბარათი, რომლითაც გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ მგზავრობისას, კაფეებში, ბარებში, საბანკო მომსახურებისა და კომერციული ოპერაციების დროს, სუპერმარკეტებში და ასე შემდეგ. ამასთან, ყველა სტუდენტის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული.

- “მაინც და მაინც არ გჭირდებათ სამედიცინო მომსახურება, ღმერთმა არც დაგაჭირვოთ, მაგრამ შეიძლება ბევრი სწავლისგან თვალები გეტკინოთ ან ფეხი გადაგიბრუნდეთ”, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამის ფარგლებში მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. რომელი სადაზღვევო კომპანიები მიიღებენ მონაწილობას სტუდენტურ დაზღვევაში და რა ტიპის სადაზღვევო პაკეტს (საოჯახოს თუ ინდივიდუალურს) მიიღებენ სტუდენტები ჯერ უცნობია. შესაძლოა სადაზღვევო თანხა სტიპენდიას დაემატოს.

სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ ინტერნეიშენალის” ახალციხის ფიალიალში განმარტავენ, რომ სტუდენტურ დაზღვევაში აუცილებლად ჩაერთვებიან. ახალციხის ფილიალის დირექტორის კახა ბერიძის თქმით, “იმედი ელ-ი” ძირითადად დაზღვევას სახელმწიფო პროგრამებით ახორციელებს.

- “ჩვენ გვეკუთვნის უმწეოთა და პედაგოგთა დაზღვევა. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებიც გვყავს დაზღვეული. სტუდენტური დაზღვევაც სავარაუდოდ დაახლოებით იგივე სახელმწიფო პროგრამა იქნება, რაც უმწეოების და პედაგოგების, ამიტომ ამ პროგრამაშიც აუციოლებლად ჩავერთვებით”, - ამბობს კახა ბერიძე.

სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დაზღვევის გრდა, მოსახლოება უმეტესად კორპორაციულ დაზღვევას იყენებს. იშვიათია შემთხვევები, როცა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას სხვადსხვა სადაზღვევო კომპანიებში ინდივიდუალურად აზღვევენ. მათ შორის არიან სტუდენტებიც. თუ მათი ოჯახის წევრები რომელიმე სამსახურიდან საოჯახო დაზღვევით არ სარგებლობენ ინდივიდუალურად არავინ ეზღვევა.

კახა ბერიძის თქმით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ-ში” ინდივიდუალირად მხოლოდ ათი ადამიანი დაეზღვია. თუმცა, მათ შორის არიან თუ არა სტუდენტებიც უცნობია: “ძირითადად ისეთები მოდიან ვისაც ოპერაცია უახლოეს მომავალში აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ინდივიდუალური დაზღვევის დროს შეზღუდვები არსებობს, ამიტომ დაინტერესება ნაკლებია”.

ინდივიდუალური დაზღვევის დროს მომხმარებელზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ამიტომ მოსახლეობა დაზღვევისგან თავს იკავებს. ამ შემთხვევაში უმეტესად მხოლოდ სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები, მკურნალობა და სხვა მომსახურება ფინანსდება. ხოლო გეგმიურ ოპერაციებზე მოცდის პერიოდია დაწესებული და თუ მომხმარებელი ერთი წლის განმავლობაშია დაზღვეული, მომდევნო წლების სადაზღვევო პაკეტში გეგმიური ოპერაციებიც შედის.

- “პაკეტი სწორედ ამის მიხედვით დგება, როცა ერთი ადამიანი ეზღვევა, რისკი უფრო მეტია და შესაბამისად შეზღუდვებიც არის. როცა რომელიმე ორგანიზაციას აზღვევ, ამ შემთხვევაში შეზღუდვები იხსნება, სასწრაფო-გადაუდებელ ოპერაციებთან ერთად, იქ უკვე გეგმიურიც შედის და სხვადასხვა მომსახურებასაც ითვალისწინებს”, - განმარტავს “იმედი-ელის” ახალციხის ფილიალის დირექტორი.

სტუდენტური დაზღვევა იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით იმ პერიოდში, როცა საქართველოში ასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება იხსნება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა აუცილებელია.

- "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხელისუფლებას სტუდენტთა დაზღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დროული რეალიზება სთხოვეს. "სტუდენტებს მხოლოდ დაპირების მოსმენა აღარ სურთ", - აცხადებს მაგდა ანიკაშვილი.

- "თავად იდეა ძალიან კარგია და მას დროულად რეალიზება სჭირდება. დროულად მიიღეთ სათანადო ზომები, დროულად გამოყავით ბიუჯეტიდან ფული, რათა სტუდენტებმა დაზღვევის მიღება პირველი სექტებრიდან შესძლონ" - მიმართა ანიკაშვილმა ხელისუფლებას.

"ქრისტიან-დემოკრატები" სტუდენტების დაზღვევის აუცილებლობაზე 2009 წელსაც საუბრობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ სოციალური თვალსაზრისით, სტუდენტეობი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ნაწილია.

- "სტუდენტურ დაზღვევას აქვს უდიდესი პრევენციული დატვირთვა, ახალგაზრდებისთვის მთელი რიგი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით სახელმწიფო თავიდან იცილებს 20-30 წლის შემდეგ უკვე გართულებული დაავადებების მკურნალობას, რითაც ერთის მხრივ, გავუფრთხილდებით მოქალაქეთა ჯანმრთელობას და მეორეს მხრივ, სახელმწიფოსთვის ეს იქნება დიდი ფინანსური შეღავათი. სტუდენტების მშობიარობის დაზღვევა კი დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე’’, -აცხადებდნენ ‘’ქრისტიან-დემოკრატები’’.

მათივე ინიციატივა იყო ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, წარჩინებული სტუდენტები უფრო მაღალი ხარისხის სადაზღვევო პაკეტით დაეზღვეოდნენ. სტუდენტების დაზღვევის აუცილებლობაზე გასული წლის დეკემბერში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც საუბრობდა. რამდენად განხორციელდება პრეზიდენტის ინიციატივა და გაამართლებს თუ ’’იაფი დაზღვევის’’ ბედს გაიზიარებს, სექტემბრიდან გაირკვევა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინასაარჩევნოდ  გააქტიურებული დაზღვევის თემა
დღეიდან სადაზღვევო პოლისების დარიგება დაიწყო
სრიალის დაზღვევა - მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან®
ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან
ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაოს' ოფისი გაიხსნა
თიბისი დაზღვევა COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს ®