FM97.5 / LIVE

ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2018
არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი” ახალციხეში 0-5 წლამდე განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან უფასო კონსულტაციებს გამართავს. მსურველებმა რეგისტრაცია 26 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ.

ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

“პირველი ნაბიჯის” კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები იმ ბავშვებს გასინჯავენ, ვისაც სამედიცინო, ქცევითი, ემოციური, მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ, ან ბავშვს უჭირს ასაკის შესაბამისად ყოცელდღიურ აქტივობებში ჩართვა / თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება.

პედიატრი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი გაარკვევს, სჭირდება თუ არა ბავშვს სპეციალისტის დახმარება განვითარების ხელშეწყობისთვის.

უფასო შეფასების ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში მშობელი მიიღებს მზა წერილობით რეკომენდაციებს ბავშვთან დაკავშირებით მეტყველების სტიმულირების, ქცევის მართვის, კვებისა და ტუალეტის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, ემოციური სფეროს გასავითარებლად და სხვა, ასევე ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულობის საჭიროების შემთხვევაში მშობელი დაკვალიანდება, როგორ ჩაერთოს ადგილობრივ უფასო სახელმწიფო პროგრამაში.

უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდება 27 ოქტომბერს, შაბათს, ახალციხეში, ორგანიზაცია „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ახალციხეში“, მისამართზე: რუსთაველის ქ. # 106 (სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი).

ხოლო 28 ოქტომბერს, კვირას, ახალციხეში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში „მწვანე სახლი“ მისამართზე: კლდიაშვილის ქ. # 25 მიმდებარედ.

ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია ხდება წინასწარი ჩაწერით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 26 ოქტომბრამდე,

ჩაწერისთვის დაუკავშირდით: თამარ ნოზაძე - 568480015; ანა ურიდია - 579040119
ყოველ დღე 10 დან 18 საათამდე კვირის გარდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ იკვლევენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასოდ გამოიკვლევენ
იაშვილის კლინიკის პედიატრები ახალციხეში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
შშმ ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება მოეწყო
რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში
ახალციხეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა