FM97.5 / LIVE

თუ კი ტყუილი მოგბეზრდა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 07.03.2020
რუსეთის მედიამ კორონა ვირუსის გავრცელება არაერთგზის დაუკავშირა ამერიკას. საზოგადოებაში ამ აზრის განმტკიცების მიზნით, რუსეთის პირველმა არხმა 5 წუთიანი რეპორტაჟი გაუშვა ეთერში. პროპაგანდისტული მასალების დამაჯერებლობისთვის და სამიზნე აუდიტორიაზე მეტი გავლენის მოსახდენად, სამიზნე რეგიონში არსებული ლაბორატორიაც არ გამოუტოვებიათ.

თუ კი ტყუილი მოგბეზრდა [R]

თუმცა, ლუგარის სახელობის ლაბორატორია აღნიშნული ცრუ ინფორმაციების კონტექსტში არაერთგზის მოუხსენიებიათ, შესაბამისად ეს მოულოდნელიც არ იყო. ლაბორატორია, რომლის გარეშეც დღეს საქართველოში COVID 19-ის, იგივე კორონავირუსის სახელით გავრცელებული ვირუსის დადგენას გაცილებით მეტი დრო და რესურსი დასჭირდებოდა. სწორედ ამ ლაბორატორიის წყალობით, რამდენიმე საათში საქართველოშივე შეიძლება ურთულესი კვლევების წარმოება და დროული დიაგნოსტირება, რის გარეშეც ვირუსის გავრცელების კონტროლი გართულდებოდა.

ცრუ ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მხარის ინტერესს ემსახურება და არა საზოგადეობის სიკეთეს, თანამედროვე სამყაროს დიდი პრობლემაა. მის დაძლევას ცდილობენ ძლიერი დემოკრატიული ქვეყნები და პატარა , ახალი დემოკრატიები ისეთი როგორიც ჩვენ ვართ. წინააღმდეგობის იარაღი მრავალგვარია, თუმცა წამყვანი მაინც საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციაა.

თუ კი ტყუილი მოგბეზრდა [R]

ამ მიზნით, შეიქმნა წლების წინ ძლიერი საერთაშორისო მედიების რუსულენოვანი რედაქციები, მათ შორის რადიო თავისუფლება, DW, BBC, ამერიკის ხმა. ამ იდეის გაგრძელებაა საქართველოში რუსულენოვანი არხი TOK TV. არხი მიზნად ისახავს ენობრივი ბარიერის ან სხვა მიზეზების გამო, ქართული საინფორმაციო სივრცის მიღმა დარჩენილი აუდიტორიის ობიექტურ ინფორმირებას. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საფუძველზე შექმნილი მედია სტარტაპი, პროპაგანდას საჭირო, სანდო შინაარსით უპირისპირდება.

რას ნახავთ TOK TV-ს ეთერში ? მაღალი ხარისხის და საჭირო შინაარსის პროგრამები ბევრი მიმართულებით!

გადაცემები ჯანდაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოგზაურობის, კულინარიის, მეცნიერების და განათლების, აგრო მეურნეობის, კულტურის შესახებ და რა თქმა უნდა პოლიტიკა!

თუ კი ტყუილი მოგბეზრდა [R]

TOK NEWS - ქართული ამბები რუსულ ენაზე, სწრაფად და საინტერესოდ. საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს 20:00 საათზე.

თუ კი გინდათ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოხდეს ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში და ცხოვრობთ სამცხე ჯავახეთში, გაგვიხარდება თუ კი მიმართავთ ჩვენ ბიუროს ახალციხეში, რომელიც სწორედ იმისთვის არის, რომ თქვენთან უფრო მჭიდრო კავშირი დავამყაროთ.

მის: მანველიშვილის 19
ტელ: 577681889

ვინ ვართ ჩვენ? – TOK TV დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ მიერ 2017 წელს, რომლის თავმჯდომარე არის ექსპერტი მედიის საკითხებში, პროფესორი ნათია კუპრაშვილი. TOK TV-ს ხელმძღვანელობს მედიამენეჯერი ნინა ხელაძე.

ქალების სტრატაპში არიან მამაკაცებიც.

თუ კი ტყუილი მოგბეზრდა [R]

ტექ. დირექტორი: ნუგზარ სუარიძე, აუდიო მენეჯერი - ლუკა ამირანაშვილი, ვიდეო-სოც მედია მენეჯერი - გიორგი მანთიძე, ქსელების მენეჯერი- მირიან ქორიძე.

ჩვენი ჟურნალისტები არიან: მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი - ახალციხის ბიურო

მარიანა ასანიძე, ნატუკა ნემსაძე, ანა არევაძე, ხვიჩა გაბუნია - თბილისის ოფისი

მარკეტინგის მენეჯერი - ირმა ჭარაქაშვილი

როგორ გვიყუროთ?

TOK TV მაუწყებლობს ღია სიხშირეზე, სამცხე-ჯავახეთში. სეთ თოფ ბოქსების მეშვეობით ჩვენი არხის ყურება შეგიძლიათ ყველა სხვა არხთან ერთად.

ასევე: Magti ipTV #56
Silk TV 292

#ჩავანაცვლოთრუსეთისარხები ერთად

თუ კი ტყუილი მოგბეზრდა [R]

[ავტორი - ნინა ხელაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს
სამცხე-ჯავახეთს  IREX-ის პროგრამების მენეჯერი მით შელი სტუმრობს
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
ამბები რეგიონებიდან თქვენს მობილურში სწრაფად და მარტივად
‘პროპაგანდას სიმართლით დავუპირისპირდებით’– ახალი პროექტი ევროინტეგრაციის შესახებ
ელიზაბეთ რუდი: ‘რუსულენოვანი არხებიდან დეზინფორმაცია მოდის'
‘რუსთავი 2’ – მოვლენების ქრონოლოგია