FM97.5 / LIVE

ელიზაბეთ რუდი: ‘რუსულენოვანი არხებიდან დეზინფორმაცია მოდის'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.04.2018
რამდენად სწორია სახელმწიფო პოლიტიკა უმცირესობებთან მიმართებაში და რა უნდა იყოს რეგიონში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი საზრუნავი. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ელიზაბეთ რუდი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

ელიზაბეთ რუდი: ‘რუსულენოვანი არხებიდან დეზინფორმაცია მოდის'

რეგიონში თქვენი ვიზიტი, კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლის გახსნით დაიწყო. ამერიკის საელჩო სამცხე–ჯავახეთში არაერთ პროექტს ახორციელებს, რა არის პრიორიტეტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის?

პირველ ეტაპზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს იყო გზების მშენებლობა, თუ სხვა. მეორე ეტაპი ძირითადად ორიენტირებულია განათლების განვითარებაზე. განსაკუთრებით ისეთი დარგების, როგორიც არის საბინებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგია, მათემატიკა და ინჟინერია.

საქართველოს მასშტაბით 90 სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, აქედან 30 უკვე დასრულდა, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში ექვსი სკოლა გარემონტდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ერთ–ერთი პრიორიტეტი პროფესიული სწავლების განვითარებაცაა საქართველოში, ამიტომ მთავრობას ეხმარება ის ამ მიმართულებით. პროფესიულ სასწავლებლებში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მიიღონ ის ცოდნა და უნარები, რაც აუცილებელია მათი მონაწილეობით ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე, იმისთვის, რომ ისინი იქცნენ თანამედროვე სამუშაოა ძალად ქვეყანაში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით რეგიონში სხვა პროექტებიც ხორციელდება

დიახ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქვს პროექტი „ზრდა“, რომელიც რეგიონში ეკონომიკის განვითარებაზეა მიმართული. ეს იქნება ტურიზმის ინდუსტრია თუ სოფლის მეურნეობა. ადგილობრივ მეწარმეებს ვეხმარებით იმისთვის, რომ უკეთ შეძლონ ტურისტების მოზიდვა და ამით წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, სოფლის მეურნეობის კუთხითაც ხორციელდება პროექტი, რომელიც ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს მიიღონ ინფორმაცია და შესწავლონ ახალი ტექნოლოგია, ამით კი გაზარდონ მოსავლიანობა და პროდუქტიულობა.

როგორ ფიქრობთ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი საზრუნავი რა უნდა იყოს?

მე ვფიქრობთ, რომ ეს გახლავთ ჩართულობა მოსახლეობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში. აუცილებელია, ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ისინი არიან განუყოფელი ნაწილი ამ საზოგადოების, ისინი მონაწილეობენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე, იღებენ მისგან სარგებელს. იღებენ სარგებელს ქვეყნის მიერ არჩეული კურსიდან, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.

რამდენად უმჯობესდება ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა?

აღსანიშნავია ჩვენი დახმარება ადგილობრივი მედიისადმი. გამოვყოფდი უმცირესობების ენებზე (სომხურ ენაზე) მაუწყებლობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სანდო და ობიექტურ ინფორმაციაზე. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ დიდი დეზინფორმაცია მოდის რუსულენოვანი არხებისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია განვავითაროთ ადგილობრივი მედია და მივცეთ საშუალება ჟურნალისტებს, რომ თავად მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი თემის წევრებს.

გარდა ეთნიკური უმცირესობებისა, რეგიონში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი არა ერთი კონფლიქტი მოხდა რელიგიურ ნიადაგზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია სახელწმიფოს პოლიტიკა მათთან მიმართებაში?

საქართველო საუკნეების მანძილზე გამოირჩეოდა რელიგიური ტოლერანტობით, ასევე, საქართველოს კონსტიტუცია მხარს უჭერს რელიგიური თავისუფლების უფლებას. მოგეხსენებათ ამერიკა ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, სადაც არის ნახსენები რელიგიური უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებაც. ყველას შეუძლია გაეცნოს ამ ანგარიშს, იქ წერია საქართველოზეც.

დიახ, მაქვს ინფრომაცია რომ იყო გარკვეული ტიპის პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მიმაჩნია, რომ რელიგიური უფლებები დაცულია ქვეყანაში.

გასულ წელს რელიგიურ ნიადაგზე დაპისიპირება იყო ახალქალაქში, სოფელ კუმურდოშიც

ასეთი შემთხვევების დროს პასუხი კანონის უზენაესობაა. ასეთ ფაქტებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ პრობლემა ადგილზე გადაიჭრას მანამდე, ვიდრე ის მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]
სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა