FM97.5 / LIVE

ამბები რეგიონებიდან თქვენს მობილურში სწრაფად და მარტივად

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.02.2017
შეიქმნა ქართულენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ახალი ამბები, მულტიმედია და რეპორტაჟები, ტელე და რადიო მაუწყებლობა ქართული მედიისგან, შეტყობინებების სახით მიიღოთ.

ამბები რეგიონებიდან თქვენს მობილურში სწრაფად და მარტივად

„ამბების შემგროვებელი“ – ასე ჰქვია აპლიკაციას მობილური ტელეფონებისათვის, რომელიც მარტივი და მოსახერხებელი გზით მოგაწვდით ამბებს საქართველოს რეგიონული მედიისგან, მათ შორის, ‘სამხრეთის კარიბჭესგან’.

აპლიკაცია თავს უყრის 17 რეგიონული მედიას – საინფორმაციო სააგენტოებს, რადიოებსა და ტელევიზიებს.

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია როგორც მობილური ტელეფონის მარკეტიდან, ასევე, ვებგვერდიდან geomobilenews.ge აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მედია და მისგან ოპერატიულად მიიღოთ ახალი ამბავი.

იქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მედიის პროფილს, მის საკონტაქტო მონაცემებს, გადახვიდეთ მის ვებგვერდზე და სურვილის შემთხვევაში, გახდეთ მოქალაქე რეპორტიორი –მისწეროთ და გაუგზავნოთ სასურველ მედიას ფოტო, ვიდეო ან ტექსტური მასალა.

გაითვალისწინეთ, რომ „ამბების შემგროვებელი“ ინტერნეტის ჩართვისას მოაგროვებს თქვენთვის საინტერესო ახალ ამბებს თქვენთვის სასურველი მედია საშუალებებისგან და ამის შემდეგ, თქვენ, მასალების ნახვისთვის ინტერნეტი აღარ დაგჭირდებათ.

აპლიკაცია ქართულ ენაზე იმართება.

აპლიკაცია USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის, “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) მხარდაჭერით შეიქმნა. M-TAG პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებული ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.მას საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია„კვლევისა და გაცვლებისა საერთაშორისო საბჭო“ (IREX) ახორციელებს, რომელიც მოწინავე მიდგომებისა და ინოვაციური პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს პოზიტიურ და გრძელვადიან ცვლილებას გლობალურად.

ამბები რეგიონებიდან თქვენს მობილურში სწრაფად და მარტივად

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

112–ს მაშინაც დუკავშირდებით, თუ დარეკვა არ შეგიძლიათ – 112–მა მობილური აპლიკაცია შექმნა [Video]
სამცხე-ჯავახეთს  IREX-ის პროგრამების მენეჯერი მით შელი სტუმრობს
აპლიკაცია  ტვირთისა და ნივთების მარტივად გასაგზავნად
მატარებლის ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ [R]
როგორ  გამოვიყენოთ აპლიკაცია STOP COVID - ვიდეოინსტრუქცია
პოლონური ფონდი რეგიონულ მედიასაშუალებებს დააჯილდოებს
„საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის“ განცხადება