FM97.5 / LIVE

თეა წულუკიანი მერაბიშვილზე - ადვოკატები და პარტიის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ

მთავარისიახლე 20.02.2020
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სიცრუე იყო ის ვითომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებდნენ უცხოელებს.

თეა წულუკიანი მერაბიშვილზე - ადვოკატები და პარტიის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ

„ვანო მერაბიშვილმა სრულად მოიხადა სასჯელი, რაკი ის უკვე თავისუფალია, მინდა, უფრო მწვავედ შევაფასო საერთაშორისო დონეზე მისი ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირა ერთი იყო და პატიმარს ტელევიზიის მეშვეობით რამდენჯერმე უთვლიდნენ ტყუილებს. ეუბნებოდნენ – შენ გაღიარეს თითქოს პოლიტპატიმრად, ეს იყო სიცრუე და სამწუხაროდ ხანდახან, მას მერე, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სისტემას შეუერთდა, ვარ მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმრებთან მიმართებაში, როდესაც მას აუტყუებდნენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს, ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება თავიდან მიმდინარეობს და მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებითაც ატყუებდნენ.

„საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს, წლების განმავლობაში იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადამდე გათავისუფლებას. ჩვენ ვნახეთ უკვე დღეს, რომ ეს იყო სიცრუე, ამიტომ ეს სიცრუის მანქანა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის წევრი და ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს. ეს არის ძალიან სამარცხვინო და იმედი მაქვს, რომ ამაზე ვინმე მაინც აგებს პასუხს, ვგულისხმობ მორალურ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 20 თებერვას დატოვა.

ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ:

ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია [ვიდეო]
'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს