FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ექვს თვეში დატოვებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.09.2019
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ექვს თვეში, თებერვალში დატოვებს, მისი ადვოკატის თქმით, მერაბიშვლი პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას გეგმავს.

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ექვს თვეში დატოვებს

დაბრუნდება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან შეუერთდება თუ არა სხვა პოლიტიკურ პარტიას, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს რომ არ იცის.

„არ ვიცი კონკრეტულად რა გეგმები აქვს, თუმცა საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება“,–ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.
მერაბიშვილთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ კომენტარი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. თუმცა მისივე თქმით, საკითხზე მერაბიშვილთან კონსულტაციები არ ჰქონია.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ახლაც, შვიდი ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა რა განაჩენიც არუნდა დადგეს, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მას უკვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვლება და ის პატიმრობიდან, ისევ 2020 წლის თებერვალში გათავისუფლდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება
'გაჟღერდა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ' – სუს–ის ყოფილი მოადგილე
'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
ვანო მერაბიშვილი თავისუფალია [ვიდეო]
ვინ ითანამშრომლებს და ვინ არა ვანო მერაბიშვილთან – ოპოზიციის განცხადებები
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან