FM97.5 / LIVE

ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.04.2020
საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მან დაუშვა შეცდომა, როცა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თანამდებობიდან არ გადადგა.

ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, 26 აპრილს, "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

„ეს იქცა პოლიტიკოსების პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისთვის, პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის იქცა პრობლემად. მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე, უნდა მიმეღო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე“,– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

როგორც, მერაბიშვილმა აღნიშნა მისი გადადგომის საკითხს განიხილავდა თავადაც და მისი პოლიტიკური გუნდის წევრებიც. კითხვაზე თუ რატომ არ გადადგა მერაბიშვილმა უპასუხა.

„ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც და ასევე ჩვენს გუნდში. მათ შორის იხილავდა სააკაშვილი და რამდენიმე ადამიანი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იყო სხვადასხავ დროს სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ მოხდა ისე რომ ეს საკითხი ისე გადაწყდა როგორც გადაწყდა. თუმცა უპირველესად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ასე იქნებოდა უკეთესი“, – თქვა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მან თანამდებობა არ დატოვა არსწორად მოქცა და ამ დასკვნამდე პატიმრობამდე მივიდა ჯერ კიდევ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში.

ვანო მერაბიშვილი ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 20 თებერვალს გაათავისუფლეს. იგი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვნეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია [ვიდეო]
'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
თეა წულუკიანი მერაბიშვილზე - ადვოკატები და პარტიის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი