FM97.5 / LIVE

'ოცნებები სრულდება' - ახალციხელი დიზაინერის წარმატება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.02.2020
ახალციხელმა დიზაინერმა, ვერიკო ზუბაშვილმა თბილისში ატელიე და მოდის სახლი “VERIKO” გახსნა. მის მიერ შექმნილი ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის და აქსესუარების შეძენა ყველა მსურველს შეუძლია.

'ოცნებები სრულდება' - ახალციხელი დიზაინერის წარმატება

ვერიკო ზუბაშვილი ახალციხეში დაიბადა. ამბობს, რომ მოდისა და დიზაინის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა.

„ძალიან მიყვარდა ყაისნაღით ქსოვა, თოჯინებს ვუქსოვდი ქუდებს და ტანისამოსს. ეს საქმე ოჯახიდან მოდის. დედაჩემმი, დეიდები და მამიდა ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები. რამდენჯერ მომიპარავს დედასთვის ნაჭრები და საქმე გამიფუჭებია“, - იხსენებს ვერიკო.

სკოლის დამთავრების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, მოდელირების ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსზე იყო, როდესაც საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინები თბილისში, მაღალი მოდის აკადემია „ბაზელში“ მოეწონათ. ამიტომ უნივერსიტეტის პარალელურად სწავლა აკადემიაშიც დაიწყო.

2000 წლამდე ვერიკომ ახალციხეში ბევრ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა მათ შორის პერსონალურიც ჰქონდა.

ახლა მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოდის, უფრო დღესასწაულებზე.

'ოცნებები სრულდება' - ახალციხელი დიზაინერის წარმატება


„ბაზელის“ აკადემიის დამთავრების შემდეგ კი სხვადასხვა ცნობილ და წარმატებულ დიზაინერთან კონსტრუქტორად მუშობდა, აგებდა თარგებს.

თითქმის უკვე ერთი წელია, რაც ატელიე და მოდის სახლი „VERIKO“ გახსნა, სადაც ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის, ასევე აქსესუარების ფართო არჩევანია. ატელიეში მხოლოდ ვერიკო და ერთი მკერავი მუშაობს. ამბობს, რომ ოცნება რომელიც ბავშვობაში ჰქონდა უკვე აიხდინა.

„არავინ თქვას რომ ოცნებები არ ხდება. ვმუშაობ ბავშვის და ქალის ხაზით, სამწუხაროდ მამაკაცების ხაზს არ ვქმნი. ბავშვის სამოსში კიდევ უფრო მეტი საშუალება გაქვს, უფრო თამამი ხარ ფერში და დეკორაციებშიც. ამაში უფრო მეტი მრავალფეროვნება და ფანტაზია ვიპოვე. მიყვარს ჩემი საქმე. ღამე ძალიან ხშირად წამომხტარვარ, ამიღია ფურცელი და ფანქარი რომ ჩამენიშნა, ის რაც თავში მომდიოდა, იმიტომ რომ შეიძლება უცებ იდეა დაგეკარგოს“.

ვერიკომ წლების მანძილზე ნაცნობები შეიძინა, რომლებიც ტანსაცმელს მასთან იკერავენ. ამბობს, რომ ცნობილი ადამიანებისთვისაც შეუკერავს. ის ახლა თბილისში ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიოს: „ჩემი მიზანი დიდ პოდიუმზე, საქართველოს გარეთ გასვლაა“.

'ოცნებები სრულდება' - ახალციხელი დიზაინერის წარმატება

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები
‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
ორი „არჩევანი“
მესხეთის თეატრის მსახიობის წარმატება ბარსელონაში
პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]
ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია