FM97.5 / LIVE

პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 01.07.2020
14 წლისაა, თუმცა უკვე იცის, რომ პროფესიით, პიანისტი იქნება. როიალთან დღეში შვიდი საათის განმავლობაში ვარჯიშობს. ანაჰიტ სტელმაშოვა არაერთი ფესტივალის მონაწილე და ცნობილი ფონდების სტიპენდიანტია.

პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]

ფორტეპიანოზე ახალქალაქის სამუსიკო სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს, ამბობს, რომ თავიდან ცოტა ზარმაცი მოსწავლე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც კონცერტებში მიიღო მონაწილეობა, გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა უფრო მოემატა.

ინსტრუმენტზე დღეში 6-7 საათის განმავლობაში უკრავს, სწორედ მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ანაჰიტი ფრანგი კომპოზიტორის მიშელ სონის, ასევე კანადაში არსებული ვან არმენიანისა და ელისო ბოლქვაძის „ლირა“ ფონდის სტიპენდიანტია.

ხშირად უწევს სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნაწარმოებების შესრულება. სცენაზე გასვლის წინ არ ნერვიულობს, რადგან იცის, რომ ოჯახი გულშემატკივრობს.

ახლა თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლობს, მისი ერთ-ერთი პედაგოგი, ცნობილი პიანისტი ნინო ქათამაძეა.

„კლასიკური მუსიკა ჩემი ნაწილია, თავს სხვაგან ვერ ვხედავ. ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა არის ვერცხლის მაკნატუნა, რომელიც 2019 წლის დეკემბერში, მაკნატუნას საერთაშორისო კონცერტზე მოსკოვში მივიღე. ფინალში შევასრულე შოსტაკოვჩის მეორე კონცერტის პირველი ნაწილი, ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები და ძალიან მომწონს შოსტაკოვიჩი“, - ამბობს ანაჰიტი.

საყვარელი კომპოზიტორებიც და ნაწარმოებებიც აქვს. უყვარს ბახის, შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის ნაწარმოებების შესრულება. თუმცა, როდესაც ფორტეპიანოსთან ჯდება მხოლოდ კლასიკურ მუსიკას არ უკრავს. ხშირად ჯაზს უკრავს. „მიყვარს ჯაზი, გერშვინის “summer time” და პოლ დესმონდის „take five”.

პანდემიის პერიოდში ბევრი კონცერტი გადაიდო, თუმცა გულს არ იტეხს და ამბობს, რომ ყველაფერი წინ აქვს. მიზანი აქვს რომ, უფრო მეტს მიაღწიოს, ჩამოყალიბდეს პროფესიონალ პიანისტად და ცნობილ კომპოზიტორებთან ერთად, ნიუ-იორკში არსებულ კარნეგი ჰოლში დაუკრას.



[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავანგარდი: ანაჰიტ სტელმაშოვა – 14 წლის პიანისტი ახალქალაქიდან [აუდიო]
‘ყველა კონცერტის წინ ვნერვიულობ’ – 15 წლის მომღერალი ახალციხიდან [Video]
ახალციხეს ამერიკელი პიანისტი ეწვია
მუსიკა საზღვრების გარეშე
პატარა ხელოვანი
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
სამცხე–ჯავახეთში მუსიკალური ტურნე ‘პიანინო’ ახალციხის ციხიდან დაიწყო