FM97.5 / LIVE

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

მთავარისიახლე, განათლება 19.10.2018
სამცხე–ჯავახეთიდან სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხის, ახალქალაქის, ვალეს და სოფელ არლის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაირიცხნენ. მათ შორის სამი ქიმია/ბიოქიმიის, ერთი სამშენებლო, ორი კი კომპიუტერული ინჟინერიისა და ასევე, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

ექვსი სტუდენტიდან სამი, ხატია თელიაშვილი, მარიამ მერაბიშვილი და ნათია ხითაროვი, ქალაქ ვალის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა. სამივე მათგანმა სანდიეგოს უნივერსიტეტში ბიო ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

ხატია თელიაშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა: „ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. თავიდან სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სანდიეგოს უნივერსიტეტის შესახებ გავიგე, გადაწყვეტილება შევიცვალე. აქ სწავლება ინგლისურ ენაზეა და ძალიან კარგ განათლებას მივიღებ. მინდა, რომ მომავალში რომელიმე დიდ ლაბორატორიაში ვიმუშაო“.


სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

მარიამ მერაბიშვილ ამბობს, რომ ქიმია ყოველთვის აინტერესებდა: „ამ საგნის სწავლა მერვე კლასში დავიწყე და ძალიან შემიყვარდა. ყველაფერი მაინტერესებს რაც ქიმიასთან კავშირშია. ფაკულტეტიც ამის მიხედვით შევარჩიე. სიმღერაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ამისთვის აღარ მცალია. ძლიან მინდა, რომ კარგად ვისწავლო და კარგი მეცნიერი ვიყო“.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

ისევე როგორც მარიამს, ნათია ხითაროვსაც „ყველაფერი რაც ქიმიასთან კავშირშია“ ბავშვობიდან აინტერესებდა: „ალბათ იმიტომ რომ დედა ქიმიკოსია, ბებია ბოტანიკოსია, და დეიდა ექიმი. მეც ამ სფეროების მომიჯნავე სპეციალობა ავირჩიე. ვცდილობ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. წარმატებას შრომა სჭირდება. მეტი დრო რომ მქონდეს, ამისთვის ცეკვაზე უარი ვთქვი, არადა 2010 წელს ჩემი დადგმული ნომრით „ნიჭიერშიც“ მივიღე მონაწილეობა. აქ რომ დავამთავრებ სწავლას, მინდა რომ გაცვლითი პროგრამით სწავლა ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გავაგრძელო“.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლემ ამირან ჯანაშვილმა სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა: „სამშენებლო სფეროში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მინდა, რომ კარაგად ვისწავლო და ამ მიმართულებით ბევრი რამ შევცვალო. ძალიან მიყვარს ლაშქრობებზე სიარული, კლდეზე ცოცვა და ფოტოების გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული ვარ, მაინც ყოველთვის ვახერხებ იმის გაკეთებას რაც მიყვარს“.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

არლის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ვარდიძე კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა: „დღეს ყველაფერი კომპიუტერზეა დამოკიდებული და ეს პროფესია ამიტომ ავირჩიეა. სან–დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზეა და ვფიქრობ, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ დავძლევ. მინდა, რომ მომავალში ამერიკაშვი წავიდე და ჩემი პროფესიით რომელიმე დიდ კომპანიაში ვიმუშაო“.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ გივი ვახტანგიშვილმა კომპიუტერულ მეცნიერებების ფაკლტეტზე ჩააბარა: „ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში კარგი განათლება მივიღე. დარწმუნებული ვარ, რომ სან–დიეგოს უნივერსიტეტში ასე არ იქნება. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მინდა, რომ შევქმნა საკუთარი დეველოპერული კომპანია, სადაც მაგალითად საიტებს ავაწყობ“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან
ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები
სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის
სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ
სამცხე-ჯავახეთიდან 5–მა სტუდენტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა
ვინ არიან ახალციხეში 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები
რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები